
მოსკოვის საპატრიარქო
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 17.04.2025. მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის“ ორდენის II ხარისხის მედლით დაჯილდოვდა.
იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვ.ვ. პუტინის ბრძანებულება, სადაც აღნიშნულია, რომ „პრეზიდენტთან არსებული რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფაში დამსახურებისთვის“ მიტროპოლიტ ანტონის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა.
ამ სფეროში დამსახურებისთვის ასევე დაჯილდოვდნენ მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი გრიგოლი (დაჯილდოვდა „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ ორდენის II ხარისხის მედლით) და სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარე დეკანოზი მაქსიმე კოზლოვი (დაჯილდოვდა „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ ორდენის I ხარისხის მედლით).
რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, მნიშვნელოვანი სახელმწიფო და ისტორიული დანიშნულების მქონე სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღდგენაში შეტანილი დიდი წვლილისთვის მიტროპოლიტი იუბენალი (პოიარკოვი) დაჯილდოებულია ალექსანდრე ნეველის ორდენით, ხოლო ქ. მოსკოვის ნოვოდევიჩის სტავროპიგიალური დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარგარიტა (ფეოკტისტოვა) – მეგობრობის ორდენით.
გარდა ამისა, „სამოქალაქო მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი სიმამაცის, გამბედაობისა და თავგანწირვისთვის“ სიმამაცის ორდენით დაჯილდოვდა წმინდა სერგის სამების ლავრის მკვიდრი მღველმონაზონი გური (გუსევი).
განყოფილების თავმჯდომარე
13.03.2025
07.01.2025