
მოსკოვის საპატრიარქო
ვერხნიე სტანოვიციში „მეუ“-მ პოლიციის დახმარებით კანონიკური ეკლესიის ტაძარი მიიტაცა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 13.04.2025. ლაზარეს შაბათს, 12 აპრილს, „მეუ“-ს რეიდერებმა დაიპყრეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი ბუკოვინის სოფელ ვერხნიე სტანივოციში, წერს მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი.
ტაძრის გალავანთან ჩატარებული „პარაკლისის“ საფარქვეშ, რეიდერებმა გალავნის ღობე რამდენიმე ადგილას გაარღვიეს, ტერიტორიაზე შევიდნენ, მრევლი სცემეს, ტაძრის კარი შეამტვრიეს და შიგნით შეიჭრნენ. რამდენიმე ქალი, რომლებიც მათ შეჩერებას ცდილობდა, მიწაზე დააგდეს.
ამის შემდეგ ტერიტორიაზე პოლიცია შევიდა, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის თემი უკან დახია და ცოცხალი დერეფანი შექმნა, რომლითაც დამპყრობლები ეკლესიაში შევიდნენ. ტაძრის შტურმისთვის რამდენიმე ათეული ადგილობრივი მცხოვრები ჰყავდათ მობილიზებული; უმეტესობა ახლომდებარე და შორეული სოფლებიდან იყო მოსული.
მანამდე, 8-დან 9 აპრილის ღამეს, უკვე იყო ამ ტაძრის შტურმის მცდელობა: მაშინ ბოროტმზრახველებმა შეამტვრიეს ტაძრის კარი, შეაღწიეს შიგნით და ბარიკადები აღმართეს. იქ შეჭრამდე კი მრევლი სასტიკად სცემეს. როდესაც ამის შესახებ მრევლის მამაკაცებს შეიტყვეს, მათ თავდასხმელები განდევნეს. პოლიცია სიტუაციაში არ ჩარეულა.
13.03.2025
07.01.2025