მთავარი გვერდი ახალი ამბები
პატრიარქმა კირილემ მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი …

პატრიარქმა კირილემ მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, ქრისტიან ლიდერებს, სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეთაურებს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის აკრძალვას


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 11.04.2025. 2025 წლის 10 აპრილს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა მიიღო განცხადება ესტონეთის პარლამენტის მიერ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია ამ ქვეყნის მრავალი მორწმუნე მოქალაქის დისკრიმინაციისკენ, ართმევს რა მათ რელიგიის თავისუფლებას; ასევე სთხოვა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს გაუგზავნოს შესაბამისი მიმართვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, უცხოდმადიდებელი ეკლესიებისა და ქრისტიანთაშორისი ორგანიზაციების მეთაურებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებსა და წარმომადგენლებს.

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიერ 11 აპრილს გაგზავნილ მიმართვებში, კერძოდ, ნათქვამია:

„ღრმა შეშფოთებით გაცნობებთ, რომ 2025 წლის 9 აპრილს ესტონეთის პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ეკლესიებისა და სამრევლოების შესახებ კანონში, რომლის მიზანია ფაქტობრივი აკრძალვა ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიისა, რომელიც თვითმმართველი ეკლესიაა მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში.

კანონი, რომელიც ართმევს მას ლეგიტიმაციას, არღვევს ესტონეთის კონსტიტუციითა და შესაბამისი საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ სინდისისა და რელიგიის თავისუფლების ძირითად პრინციპს“.

მისმა უწმინდესობამ მიმართა დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარეს პატრიარქ იოანე X-ს, წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის უნეტარეს პატრიარქ თეოფილე III-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს, რუმინეთის უნეტარეს პატრიარქ დანიელს, ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს, ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს იოანეს, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის უნეტარეს მიტროპოლიტ საბას, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის უნეტარეს მიტროპოლიტ როსტისლავს, სრულიად ამერიკისა და კანადის უნეტარეს მიტროპოლიტ ტიხონს, ოხრიდისა და მაკედონიის უნეტარეს მთავარეპისკოპოს სტეფანეს – ძმური თხოვნით, აღავლინონ მხურვალე ლოცვები შევიწროებული ესტონეთის მართლამდიდებელი ქრისტიანული ეკლესიისთვის. მისმა უწმინდესობამ აღნიშნა: „თქვენი ძმური მხარდაჭერის იმედი მაქვს ესტონეთის მართლმადიდებლობის ამ ამ მძიმე ჟამს“.

ადრესატებს შორის ასევე არიან უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურები და ქრისტიანთაშორისი ორგანიზაციების ლიდერები, მათ შორის: კოპტის უწმინდესი პატრიარქი ტავადროს II; რომის პაპი, უწმინდესი ფრანცისკე; ყოველთა სომეხთა პატრიარქი და კათოლიკოსი, უწმინდესი გარეგინ II; კილიკიის დიდის სახლის კათოლიკოსი, უწმიდნესი არამ I; აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი მარ ამბა III; მარონიტი პატრიარქი,, უნეტარესი ბეშარ ბუტროსი, არ-რაის კარდინალი; აღმოსავლეთის კათოლიკოსი, მალანკარის მიტროპოლიტი, უწმინდესი მარ თომა მათე III; ეთიოპიის პატრიარქი, უწმინდესი აბუნა მათე; ერითრეის პატრიარქი, უწმინდესი აბუნა ბასილი; ინგლისის პრიმატი, იორკის მთავარეპისკოპოსი სტივენ კოტრელი; ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტი, ბ-ნი ფრანკლინ გრემი; ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს გენერალური მდივანი, პასტორი პროფესორი ჯერი პილეი.

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მოუწოდა ქრისტიანული სამყაროს ლიდერებს, ვისაც შეუძლია, გახსნას პირი სიმართლით განსასჯელად (იგავ. 31:9), გამოვიდეს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის მხარდასაჭერად მისთვის ამ მძიმე ჟამს.

მისმა უწმინდესობამ ასევე მიმართა ისეთი უცხოური სახელმწიფოს ლიდერებს, როგორებიცაა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, და აღნიშნა, რომ მან იცის მათი ძალისხმევა ქრისტიანული ღირებულებებისა და ქრისტიანების უფლებების დასაცავად.

გარდა ამისა, წერილები გაეგზავნათ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა სტრუქტურების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს, კერძოდ: გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერიშს; გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ფოლკერ თიურქს; ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ფერიდუნ ჰადი სინირლიოღლუს; ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს დირექტორს, ქ-ნ მარია თელალიანს; ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს; ეუთოს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, ქრისტოფერ კემპს; გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურ მომხსენებელს რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და მასთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის თანამედროვე ფორმებთან დაკავშირებით, ქ-ნ კ.პ. აშვინს; გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურ მომხსენებელს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებში, ქნ ნაზილა განეას.

მიმართვაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადრესატების ყურადღება მიაპყრო ასევე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 10 აპრილის განცხადებას, რომელშიც დაგმობილია ესტონეთში მიღებული საკანონმდებლო აქტი.

გაზიარება:
პატრიარქმა კირილემ მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, ქრისტიან ლიდერებს, სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეთაურებს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის აკრძალვას

11.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდის 2024 წლის ბოლო სხდომას გაუძღვა

27.12.2024

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს საშობაო მილოცვები გაუგზავნა

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب