მთავარი გვერდი ახალი ამბები
პიუხტიცას მონასტრის დები: პატივცემულო დეპუტატებო, რატომ…

პიუხტიცას მონასტრის დები: პატივცემულო დეპუტატებო, რატომ ცდილობთ კანონიკური დანაშაულის ჩადენა გვაიძულოთ?


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 08.04.2025. 2025 წლის 9 აპრილს ესტონეთის რიიგიკოგუ (პარლამენტი) აპირებს მესამე მოსმენით კენჭს უყრის კანონპროექტს ეკლესიებისა და სამრევლოების კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც პირდაპირ მიმართულია ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს, მათ შორის, ლიკვიდაციის მუქარით აიძულოს სამრევლოები და პიუხტიცას მონასტერი შეიცვალონ იურისდიქცია.

ამასთან დაკავშირებით, პიუხტიცას მონასტრის იღუმენიამ და მისმა ბინადრებმა კვლავ მიმართეს ღია წერილით რიიგიკოგუს წევრებს, ყველა ქრისტიანს და ესტონეთის ყველა მოქალაქეს. წინა ორი მიმართვა თებერვალში გამოქვეყნდა.

ღია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ იღუმენია ფილარეტა (კალაჩევა) და სავანის დები, ნათქვამია:

ხვალ რიიგიკოგუ გადაწყვეტს ჩვენს ბედს, პიუხტიცას მონასტრის ბედს, მისი ბინადრების - პიუხტიცას მონაზვნების ბედს. ღრმად ვწუხვართ, რამეთუ კარგად გვესმის, როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება: ჩვენი ერთობა დედა ეკლესიასთან ჩაითვლება ესტონეთის რესპუბლიკის კანონის დარღვევად...

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ახლაც ვიმეორებთ, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირი ჩვენი მონასტრის დაარსების საფუძველში ძევს. ეს კავშირი ეფუძნება კანონებს, რომლებიც შეადგენს საეკლესიო კანონმდებლობის არსს. ეს არის კანონი ისეთივე ხელშეუხებელი ეკლესიური ცხოვრებისათვის, როგორც, მაგალითად, კონსტიტუცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ჩვენ გვთავაზობენ თვითნებურად გადავიდეთ სხვა იურისდიქციაში – კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში. წინადადება არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ იურისდიქციის შეცვლა შიდა საეკლესიო ცხოვრების საქმეა, რომელშიც ესტონეთის კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო არ და ვერ უნდა ერეოდეს. მონასტრის გადასვლა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში პარლამენტის წევრებს მარტივ და გონივრულ გადაწყვეტილებად მიაჩნიათ. ეს არის ეკლესიისგან შორს მყოფი ადამიანების თვალსაზრისი, რომლებიც მოვლენებს პოლიტიკური მიზანშეწონილობის პერსპექტივიდან უყურებენ. მაგრამ ჩვენთვის, წმინდა პიუხტიცას მონასტრის მკვიდრებისთვის, ეს კანონიკური დანაშაულია. ჩვენ არ გვაქვს ამის უფლება!

ჩვენ მონაზვნები ვართ და ჩვენი ცხოვრების აზრი ქრისტეს მიმდევრობაა. მის წინაშე დავდეთ ჩვეენ სამონასტრო აღთქმები და ერთგულება შევიფიცეთ – მას, იესო ქრისტეს, და არა სახელმწიფო ლიდერებს, არა პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ მას ერთგულებას ვეფიცებოდით და ვუმოწმებდით, რომ სიკვდილამდეც მისი ერთგული დავრჩებოდით, და ჩვენი სურვილი არ ეწინააღმდეგება ესტონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციას. ჩვენ კი გვსაყვედურობენ სამონასტრო აღთქმის ერთგულებისთვის. ამასთან დაკავშირებით გვსურს დაგისვათ კითხვა: ძვირფასო დეპუტატებო, რატომ გვაიძულებთ სინდისის წინააღმდეგ წასვლას? რატომ ცდილობთ გვაიძულოთ კანონიკური დანაშაულის ჩადენა? რატომ არ სცემთ პატივს იმ ადამიანებს, რომლებიც სხვა ცხოვრებით ცხოვრობენ და, როგორც ჩანს, თქვენთვის სრულიად გაუგებარი ცხოვრებით? განა არ არის ნათქვამი წმინდა წერილში, რომელსაც მრავალი საუკუნის მანძილზე პატივს სცემს მთელი კაცობრიობა, რომ „ღმერთმა მოგვცა იმისი ძალა, რომ ახალი აღთქმის მსახურნი ვიყოთ; არა ასოსი, არამედ სულისა, ვინაიდან ასო კლავს, ხოლო სული აცოცხლებს“ (2 კორ. 3:6).

სახარების ერთი მცნებაც რომ დავარღვიოთ, მონაზვნები აღარ ვიქნებით, რამეთუ ნათქვამია: „ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე ააშენა თავისი სახლი. მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს და დასცეს; და დიდი იყო დაცემა მისი“ (მთ. 7:26-27).

ჩვენ, ღვთისმშობლის მთაზე მდებარე მონასტრის მკვიდრნი, ვარწმუნებთ ესტონეთის ყველა მოქალაქეს, რომ პიუხტიცას მონაზვნები არ მოუწოდებენ სისხლისღვრის, ტერორის, ძალადობისა და სამხედრო აგრესიისკენ. ჩვენ ვწუხვართ, რომ პარლამენტის წევრები, როგორც ჩანს, საპირისპირო აზრს ატარებენ, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი ვარაუდობს, რომ თუ დავრჩებით ჩვენი აღთქმების ერთგულნი, მაშინ მოგვიწევს მონასტრის დატოვება. მინისტრს არ ესმის, რომ ეს ჩვენთვის სიკვდილის ტოფასია.

ჩვენ არავის ვუსურვებთ ბოროტებას და ვლოცულობთ, რათა მშვიდობამ და თანაგრძნობამ დაისადგუროს ადამიანთა გულებში. ჩვენ მწარედ განვიცდით დედამიწაზე გამეფებული უსამართლობის ტკივილს. „მთელი ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული“ – მოწმობს სიყვარულის მოციქული იოანე ღვთისმეტყველი. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება, სამწუხაროდ, თუ კაცობრიობა არ მოუსმენს ღმერთს და არ დაადგება ჭეშმარიტების გზას. ჩვენ ვლოცულობთ ამისთვის.

ჩვენ გულითად მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მხარდაჭერას გვიცხადებს და, პირველ რიგში, ესტონელ საზოგადო მოღვაწეებს ღია წერილისა და მიმდინარე მოვლენების ქრისტიანული გააზრებისთვის.

ჩვენ მადლობას ვუხდით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭიათურის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს დედათა მონასტრის მონაზვნებს, მცხეთის წმინდა სვინკლიტიკიას დედათა მონასტრის მონაზვნებს, ამ მონასტრების კეთილშობილ მრევლს, რომლებმაც პიუხტიცას დედათა მონასტრის მხარდამჭერი წერილი გაუგზავნეს რიიგიკოგუს.

ქრისტეს სიყვარულით ჩვენ ვლოცულობდით და ვლოცულობთ, რომ უფალმა დალოცოს ესტონეთი და სახელმწიფოს ჭეშმარიტებით შენების მადლი მიანიჭოს: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“ (ინ. 8:32).

სიყვარულით

იღუმენია ფილარეტა დებთან ერთად

გაზიარება:
პატრიარქმა კირილემ მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, ქრისტიან ლიდერებს, სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეთაურებს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის აკრძალვას

11.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდის 2024 წლის ბოლო სხდომას გაუძღვა

27.12.2024

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს საშობაო მილოცვები გაუგზავნა

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب