
მოსკოვის საპატრიარქო
სერბეთის საპატრიარქოს სამეცნიერო დელეგაცია სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიას ეწვია






სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 08.04.2025. სერბეთის უწმინდესი პატრიარქის, პორფირეს ლოცვა-კურთხევით 2-5 აპრილის პერიოდში სერბეთის საპატრიარქოს სამეცნიერო დელეგაცია სანკტ-პეტერბურგში იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ბელგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმადიდებლური სასულიერო ფაკულტეტის დეკანი, დეკანოზი ზორან რანკოვიჩი და სერბეთის საპატრიარქოს ბიბლიოთეკის დირექტორი ზორან ნედელიკოვიჩი.
ნევაზე მდებარე ქალაქში ყოფნისას სტუმრები გაეცნენ ძირითად ღირსშესანიშნაობებს, თაყვანი სცეს პეტერბურგის სიწმინდეებს და მოინახულეს ქალაქის სამეცნიერო ბიბლიოთეკები.
4 აპრილს დელეგაცია ეწვია პეტერბურგის სასულიერო აკადემიას, სადაც გაეცნო სასწავლო დაწესებულების ისტორიასა და თანამედროვე ცხოვრებას, ასევე შეხვდა რექტორს – პეტერგოფის ეპისკოპოს სილუანს. სტუმრებს უშუალო მასპინძლობას უწევდა სანკტ-პეტერბურგის ეპარქიის საპროტოკოლო განყოფილების რეფერენტი, მღვდელი ევგენი ტიმოფეევი.
საუბრისას მხარეებმა განიხილეს სტუდენტებისა და მასწავლებლების ურთიერთგაცვლის თემა, ასევე საკითხი, შეუძლიათ თუ არა სერბ სტუდენტებს სწავლის გაგრძელება ბელგრადის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ.
სტუმრებმა ისაუბრეს საერო უნივერსიტეტებთან მჭიდრო კავშირებზე: საღვთისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტები სხვა ფაკულტეტების (მათ შორის სამედიცინო ფაკულტეტის) სტუდენტებთან ერთად სოციალურ და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ ამის მსაჭიროებლებს და ამგვარად სულიერად ვითარდებიან.
განიხილეს რუსეთში დაცული სერბული ხელნაწერების პოპულარიზაციის საკითხი. დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ აღწერილობით, გაციფრულობით და ღია წვდომით ამ დოკუმენტებზე, რათა სერბულმა მეცნიერებამ შეძლოს მუშაობა ეროვნულ წყაროებთან, – იუწყება სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პრეს-სამსახური.
საუბრის დასასრულს ეპისკოპოსმა სილუანმა სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პეტერბურგის სასულიერო აკადემია გააღრმავებს ურთიერთობებს ბელგრადის უნივერსიტეტის სასულიერო ფაკულტეტთან და სერბეთის საპატრიარქოს ბიბლიოთეკასთან.
13.03.2025
07.01.2025