
მოსკოვის საპატრიარქო
იერუსალიმის პატრიარქმა კიევ-პეჩერის ლავრის იღუმენს მხარდაჭერა გამოუცხადა

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 05.04.2025. 2025 წლის 5 აპრილს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სადიდებელ დღესასწაულზე, საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, კიევ-პეჩერის მიძინების ლავრის წინამძღვრის ადგილმონაცვლე, ვიშგოროდისა და ჩერნობილის მიტროპოლიტი პავლე ვიდეო-კავშირით ესაუბრა იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილე III-ს, – იუწყება მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ლავრის საიტის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მხარდაჭერის სიტყვებით მიმართა და კურთხევა გადასცა ლავრის იღუმენს და მონასტრის საძმოს.
საუბრის დასასრულს, საუბრის მონაწილეებმა „ერთმანეთს მიულოცეს მოახლოებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაული და ითხოვეს წმინდა ლოცვა ერთმანეთისგან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
20.03.2025
07.01.2025
13.03.2025
07.01.2025