
მოსკოვის საპატრიარქო
ბულგარეთის ქალაქ ტროიანში გამართული სამწყემსო კონფერენციის მონაწილეებმა დაგმეს კიევ-პეჩერის ლავრაში სიწმინდეების შეურაცხყოფა

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 05.04.2025. 2025 წლის 4 აპრილს ლოვჩანის მიტროპოლიტი გაბრიელი ქ. ტროიანში (ბულგარეთი), წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის ტაძარ-სამლოცველოში, პირველშეწირულის ლიტურღიის დასრულების შემდეგ ტრადიციულ დიდმარხვის სასულიერო კრებას გაუძღვა, – იუწყება ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ლოვჩანის ეპარქიის საიტი.
შეკრებაზე განიხილეს და მიიღეს წერილი ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტ თეოდოსისადმი, რომელშიც გამოთქმულია თანაგრძნობა ქალაქ ჩერკასში (უკრაინა) მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის უხეშ და სასტიკ მიტაცებასთან დაკავშირებით. ბულგარელმა კლირიკოსებმა მოუწოდეს დამნაშავეების დასჯა და ტაძრის დაბრუნება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩერკასის ეპარქიისთვის.
როგორც ნაუწყები იყო, მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარი 2024 წლის 17 ოქტომბერს დაიპყრეს „მეუ“-ს რეიდერებმა ძალადობრივი თავდასხმის შედეგად, რომლის დროსაც მძიმე დაზიანებები მიიღეს ჩერკასის მართლმადიდებელმა მოსახლეობამ ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტ თეოდოსის მეთაურობით, რომლებიც შეიკრიბნენ თავიანთი სიწმინდის დასაცავად.
უკრაინის კულტურის სამინისტროს მიერ ინიცირებული კიევ-პეჩერის მიძინების ლავრის წმინდა ნეშტების „რევიზიასთან“ დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც საგანგებოდ შექმნილი კომისიის წევრებს მიენიჭათ უფლებამოსილება „შეეფასებინათ ღირს მამათა წმინდა ნაწილების ისტორიული და მეცნიერული ღირებულება“, შეხვედრის მონაწილეებმა ლოცვით შესთხოვეს ღმერთს და კიევ-პეჩერელ წმინდა მამებს, აღკვეთონ ამ სიწმინდეების შეურაცხყოფა და დაუბრუნონ ისინი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს ომოფორის ქვეშ იმყოფება.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
20.03.2025
07.01.2025
13.03.2025
07.01.2025