
მოსკოვის საპატრიარქო
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ვლადიმირ-ვოლინის ეპარქია საკათედრო ტაძრის დაუტევლობის გამო დაჯარიმდა

სსკგ-ს კომუნიკაციის სამსახური, 03.04.2025. 2025 წლის 31 მარტს, სახელმწიფო აღმასრულებელი სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიძინების ტაძარს ქალაქ ვლადიმირში (უკრაინის ვოლინის რეგიონი) და ვლადიმირ-ვოლინის ეპარქია ოფიციალურად გააფრთხილეს შენობის დაცლის აუცილებლობის თაობაზე. ამის შესახებ მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი გამოცემა Bug-ზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ცნობით, ვლადიმერ-ვოლინის ეპარქიას ჯარიმა უკვე დაეკისრა, რადგან საკათედრო ტაძარი არ გაათავისუფლა. შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს იძულებითი გამოსახლება.
როგორც მჟკ წერდა, როვნოს ჩრდილო-დასავლეთის ეკონომიკურმა სააპელაციო სასამართლომ მარტში გადაწყვეტილება მიიღო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიური თემის გაძევების შესახებ ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრიდან. თუმცა, ეს დადგენილება კვლავ შეიძლება გასაჩივრდეს უზენაეს სასამართლოში.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ეპარქიის აპელაციის საპასუხოდ 2024 წლის ნოემბერში ვოლინის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაზე, რომლის თანახმადაც ტაძარი სახელმწიფოს უნდა დაბრუნებოდა.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიძინების ტაძარი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. კომპლექსი მოიცავს თვით საკათედრო ტაძარს, რომელიც აშენდა 1156 წელს, სახლს 1494 წლის სამრეკლოთი, ასევე მე-17 საუკუნის კედლებსა და კარიბჭეებს. ტაძრის უფასო სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის 1 ივლისს ამოეწურა და სამთავრობო უწყებებმა აღარ განაახლეს. მანამდე, 2023 წლის 11 აპრილს, ვოლინის საოლქო საბჭომ მხარი დაუჭირა ოლქის ტერიტორიაზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობის აკრძალვას და რეკომენდაცია გაუწია რელიგიურ თემთან საიჯარო ხელშეკრულებების შეწყვეტას. 21 აპრილს მსგავსი გადაწყვეტილება ვლადიმირის საკრებულომ მიიღო.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
20.03.2025
07.01.2025
13.03.2025
07.01.2025