
მოსკოვის საპატრიარქო
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიდევ ორი ტაძარი მიიტაცეს უკრაინის ქალაქ ბელაია ცერკოვში

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 29.03.2025. 2025 წლის 28 მარტს, „მეუ“-ს წარმომადგენლებმა კიდევ ორი ტაძარი მიიტაცეს უკრაინაში კიევის ოლქის ქალაქ ბელაია ცერკოვში, ესენია – ქრისტეს შობის და ნეტარი ქსენია პეტერბურგელის სახელობის ტაძრები. ამის შესახებ მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იტყობინება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბელოცერკოვის ეპარქიის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, მიტაცება მოხდა უკვე კარგად დამუშავებული სცენარის მიხედვით. კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ „მეუ“-ს სქიზმატური სტრუქტურის „კლირიკოსებმა“ პოლიციისა და სპორტული აღნაგობის ახალგაზრდების თანდასწრებით საკეტები დააზიანეს და ტაძარში შეაღწიეს.
„გთხოვთ ლოცვებს ამ ტაძრების წინამძღვრებისთვის – დეკანოზ მიხეილ პოპისა და დეკანოზ ბორის მატოხნიუკისთვის და მათი მრევლისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
სულ რაღაც ერთი კვირის წინ, 21 მარტს, ამავე ქალაქში უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას „მეუ“-მ წაართვა წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარი.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
20.03.2025
07.01.2025
13.03.2025
07.01.2025