მთავარი გვერდი ახალი ამბები
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბან…

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 29.03.2025. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

მის უნეტარესობას, უნეტარეს იოანეს, ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსს

თქვენო უნეტარესობავ, უფალში საყვარელო ძმაო და ღვთის საყდართან თანამსახურო!

ტირანის, დურესისა და სრულიად ალბანეთის უნეტარესი მთავარეპისკოპოსების ტახტზე თქვენი ამაღლების დღეს, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულთბილი ძმური მოლოცვა და გულითადი კეთილი სურვილები.

თუ ერთ ასოს ევნო რაიმე, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ივნება, და თუ ერთი ასო იდიდება, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ხარობს (1 კორ. 12:6). წმინდა წერილის ამ სიტყვების თანახმად, დღეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი სისავსე ხარობს თავის საყვარელ და-ეკლესიასთან – ალბანეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად მისი დიდებული ზეიმის დღეს: ახალარჩეული წინამძღვრის აღსაყდრების დღეს.

ჩვენს ადგილობრივ ეკლესიებს, ტვირთულობენ რა ერთმანეთის სიმძიმეს (გალ. 6:2), მშვიდობის საკვრელით შეერთებული სულის ერთობა აქვთ (ეფს. 4:3) – ერთი ხორცი და ერთი სული (ეფ.4:4) და იზიარებენ ერთმანეთის სიხარულსა და მწუხარებას. ორივე მათგანმა სრულად დააგემოვნა საშინელი უღმერთო დევნის მძიმე პერიოდის მწუხარება და ნაკლულოვანება და მრავალი თვალსაზრისით მსგავსი ისტორიული გამოცდილება აქვს: მოწამეობაც და აღმსარებლობაც თავისუფლების ნაკლებობის შეჭირვებულ პირობებში და საეკლესიო ცხოვრების შთამბეჭდავი ყოველმხრივი აღორძინება ეკლესიური ცხოვრებისა უღვთო რეჟიმების დაცემის შემდეგ. ღვთის წყალობით ჩვენ ყველაფერს ერთად გავუძელით, ერთმანეთს ძმური ლოცვით ვუჭერდით მხარს და საერთო რწმენით ვანუგეშებდით (რომ. 1:12).

დღეს მსოფლიო მართლმადიდებლობა ახალი გამოწვევების წინაშე დგას, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არანაკლებ საშიშია, ვიდრე წარსულში იყო. თანამედროვე სეკულარული სამყარო ცდილობს რელიგია განდევნოს საზოგადოებრივი სივრციდან, დაამციროს რელიგიური ფასეულობების ღირსება, შეარყიოს სულიერი და ზნეობრივი ფასეულობების მნიშვნელობა და გაანადგუროს ტრადიციის ცნება, როგორც ამ ფასეულობების თაობიდან თაობაზე გადაცემის სისტემა. მე მჯერა, რომ ამ რთულ პირობებში ჩვენი ძმური ეკლესიები, როგორც ადრე, მჭიდროდ ითანამშრომლებენ, ერთობლივად დაუმოწმებენ გარეშეებს სახარების ჭეშმარიტებების წარუვალობას და გაუცხადებენ ღვთის ჭეშმარიტებას. მე ასევე იმედი მაქვს, რომ თქვენი წინამძღვრობის წლებში წმინდა ალბანეთის ეკლესია გააგრძელებს თავისი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას მართლმადიდებლური ერთობის შენარჩუნების საქმეში, გულმოდგინედ დაიცავს მხსნელი ქრისტიანული სარწმუნოების სიწმინდესა და ეკლესიის კანონიკური საფუძვლების ხელშეუხებლობას, როგორც ამას წარმატებით აკეთებდა თქვენი დიდი მარადსახსენებელი წინამორბედის, უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის დროს.

კვლავ და კვლავ გულითადად ვულოცავ თქვენს სიწმინდეს აღსაყდრების დღესასწაულს და მთელი გულით გისურვებთ ჯანმრთელობას და ღვთის მადლმოსილ შეწვნას თქვენს წინაშე გახსნილ რთულ და საპასუხისმგებლო მსახურების გზაზე. წინამძღოლობით ყოვლადწმიდა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა, წმინდანთა დიდებულთა მოციქულთა პავლესი, ტიტესი და კესარიასი, მღვდელმოწამისა ასტიასისა – დირაქიის ეპისკოპოსისა, წმინდა მოციქულთასწორისა კოსმა ეტოლიელისა და ძველი ალბანეთის ყველა ზეციური მფარველისა, დაე განგამტკიცოთ და განგაბრძნოთ თქვენ ყოვლადგულუხვმა უფალმა თქვენს საწინამძღვრო მოღვაწეობაში.

იესო ქრისტეში ძმური სიყვარულით,

+ კირილე,

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდის 2024 წლის ბოლო სხდომას გაუძღვა

27.12.2024

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მიულოცა, რომლებიც შობის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავენ

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს საშობაო მილოცვები გაუგზავნა

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب