
მოსკოვის საპატრიარქო
უკრაინის პოლიციამ სქიზმატიკოსების ქმედებებს, რომლებმაც სოფელ მალიატინცში ტაძარი მიიტაცეს, „კანონიერი უფლების განხორციელება“ უწოდა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 25.03.2025. საოლქო პოლიციამ მხარი დაუჭირა თავდამსხმელთა ქმედებებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ დაიკავეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი უკრაინის ჩერნოვიცის რაიონის სოფელ მალიატინცში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, ტაძრის ჩამორთმევამდე რამდენიმე კვირით ადრე, 2025 წლის 2 თებერვალს, „მეუ“-ს აქტივისტებმა გამართეს კრება მალიატინცის ტაძრის სქიზმატურ სტრუქტურაში გადასვლასთან დაკავშირებით. თვითმხილველების თქმით, ამ შეხვედრაზე სამრევლოს 114 წევრმა მხარი დაუჭირა ტაძრის თემის უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში დარჩენას, ხოლო 74 აქტივისტმა – „მეუ“-ში გადასვლას. თუმცა, რეიდერებმა გააყალბეს დოკუმენტები, რომლებშიც მათ სპეციალურად არ გაითვალისწინეს სამრევლოს წევრების ხმები.
21 მარტის ღამეს სქიზმატიკოსების წარმომადგენლების ჯგუფი სოფელ მალიატინცის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ტერიტორიაზე შეიჭრა. როგორც ტელეგრამ-არხი „Дозор“ იუწყება, მათ ტაძრის კარზე საკეტები მოჭრეს და სიწმინდეში შევიდნენ. „შემთხვევის ადგილიდან გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა სხვა დასახლებული პუნქტებიდან ჩამოიყვანეს მოიერიშე ჯგუფი. მართლმადიდებლური სიწმინდის მიტაცების პროცესს კურირებს ოდიოზური რეიდერი და „მეუ“-ს კლირიკოსი გერგელიუკი. თავის დროზე ეს ავაზაკი სახელმწიფო რეგისტრატორად მუშაობდა ჩერნოვიცის საოლქო ადმინისტრაციაში“, –ნათქვამია შეტყობინებაში.
პოლიცია ტაძრის წინ დადგა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებს ეკლესიაში შესვლის საშუალებას არ აძლევდა.
ტაძრის დაკავების შემდეგ თავდამსხმელები შიგნით ჩაიკეტნენ და იქ მთელი ღამე გაატარეს. შემდგომში, პოლიციის დაცვის ქვეშ, მათ წმინდა ნიკოლოზის ტაძარზე საკუთარი საკეტები დაამონტაჟეს.
ჩერნოვიცის ოლქის პოლიციამ გამოცემა „Суспільне“-ს განუცხადა, რომ ამ გზით „მეუ“-ს წარმომადგენლებმა „განახორციელეს თავიანთი კანონიერი უფლება, ისარგებლონ საკულტო ნაგებობით და მიწის ნაკვეთით. ამ დროს უმე-ს წარმომადგენლები მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და წინააღმდეგობა გაუწიეს ამ უფლების განხორციელებას“, – აღნიშნა ოლქის ეროვნული პოლიციის პრეს-მდივანმა, კაროლინა მარიშევამ.
სოფელ მალიატინცის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ნიკოლოზის სამრევლოს გვერდზე, ამ პუბლიკაციაზე კომენტირებისას, აღნიშნეს: „ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რაც მოხდა კრებაზე, ვინ გაიმარჯვა და ვინ წავიდა ყურებჩამოყრილი. ცნობილია ასევე, რომ ისინი ყველაფერს სიცრუეზე აგებენ. რაც შეეხება ჟურნალისტებს, რომლებიც ამ სისულეებს წერენ, უნდა შევნიშნოთ, რომ წესების თანახმად, ასეთი მასალების გამოქვეყნებამდე ადგილზე უნდა მოსულიყვნენ და ორივე მხარისთვის მოესმინათ“.
მართლმადიდებელი მრევლი ლოცვას ტაძრის წინ განაგრძობს.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
20.03.2025
07.01.2025
13.03.2025
07.01.2025