
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 25.02.2025. 2025 წლის 25 თებერვალს სატელეფონო საუბარი შედგა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილესა და პეჩის უწმინდეს მთავარეპისკოპოსს, ბელგრად-კარლოვაცკის მიტროპოლიტსა და სერბეთის პატრიარქ პორფირეს შორის შედგა.
ორი ეკლესიის წინამძღვრებმა დიდი მარხვის მოახლოებასთან დაკავშირებით გაცვალეს ძმური კეთილი სურვილები და დაარწმუნეს ერთმანეთი ორმხრივ ლოცვაში, გააზიარეს ერთმანეთში მოსაზრებები მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და გამოთქვეს კონფლიქტებისა და დაპირისპირების დაძლევის იმედი.
საუბარში ასევე მონაწილეობდნენ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი; ბაჩის მიტროპოლიტი ირინეოსი და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
20.03.2025
07.01.2025
13.03.2025
07.01.2025