მთავარი გვერდი ახალი ამბები
პიუხტიცას მონასტრის დებმა ესტონეთის პარლამენტს მიმართეს…

პიუხტიცას მონასტრის დებმა ესტონეთის პარლამენტს მიმართეს ეკლესიებისა და სამრევლოების შესახებ კანონში შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 11.02.2025. პიუხტიცას დედათა მონასტრის ვებგვერდზე განთავსებულია იღუმენია ფილარეტას (კალაჩევა) და მონასტრის დების ღია წერილის ტექსტი ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტისადმი იმასთან დაკავშირებით, რომ ეკლესიებისა და სამრევლოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის გზით ხდება მონასტრის იძულება, შეიცვალოს იურისდიქცია ან მოხდეს მისი ლიკვიდაცია. წერილში ნათქვამია:

პატივცემულო მინისტრებო, პატივცემულო პარლამენტის თავმჯდომარევ, 

პატივცემულო პარლამენტის წევრებო!

მოგმართავთ თქვენ ესტონეთის რესპუბლიკის ეკლესიებისა და სამრევლოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის წაკითხვის შემდეგ.

ჩვენთვის გასაგებია კანონპროექტის მიზანი – აიძულონ მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესია, შეიცვალოს იურისდიქცია და გადავიდეს კონსტანტინოპოლის მფარველობის ქვეშ. ჩვენი არაერთგზის ახსნა-განმარტებები, რომ მონასტერს არ შეუძლია თვითნებურად წამოიწყოს და უარი თქვას იურისდიქციაზე, შეუსმენელი დარჩა.

დოკუმენტის იურიდიულ მხარეს ამუშავებენ ადვოკატები. ჩვენ, უბრალო მონაზვნებს, არასდროს გვიცბიერია მთავრობასთან მიმართებით, და ახლაც იგივეს გეუბნებით თქვენც და საზოგადოებასაც – ჩვენ ჩვენს პოზიციაში პატიოსნები ვართ როგორც ღმერთის, ისე ხალხის წინაშე.

90-იან წლებში მონასტერმა უკომპრომისოდ და პრეტენზიის გარეშე უარი თქვა მთელს თავის ქონებაზე და ყველაფერი სახელმწიფოს გადასცა, ოღონდაც სულიერი კავშირი შეენარჩუნებინა დედა-ეკლესიასთან. ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ იმ დროს დადებული ხელშეკრულების პირობებს.

ეჭვგარეშეა, მშვენივრად გესმით, რომ კანონში ცვლილებების დამტკიცებით, მონასტერს კანონგარეშე მდგომარეობაში აყენებთ, სთავაზობთ რა მას მხოლოდ ორ ვარიანტს: ან იურისდიქცია შეიცვალოს ან ლიკვიდაცია აიძულოთ – თქვენ კარგად გესმით, რომ საკუთარი ქმედებებით ფაქტობრივად მონასტერს ხურავთ. ნუთუ ნამდვილად გსურთ, რომ ისტორიაში შეხვიდეთ, როგორც პარლამენტარები, რომლებმაც ძალადობრივად შეწყვიტეს ესტონეთის მართლმადიდებელი დედათა მონასტრის ას  წელზე მეტი ხნის არსებობა?

შეუძლებელია არ გაგიკვირდეს სახელმწიფოს პოზიცია, რომელიც არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს მონასტრის ბინადრებს და გვაკისრებს პასუხისმგებლობას პოლიტიკოსების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ დავტოვეთ წუთისოფელი, ჩვენ შორს ვართ პოლიტიკური პრობლემებისგან, ვცხოვრობთ პოლიტიკის გარეთ და ვემსახურებით ღმერთს ლოცვითა და შრომით, მაგრამ პირდაპირ გვითრევენ პოლიტიკაში და გვადანაშაულებენ, რომ არ გვინდა დიალოგი.

გვსურს, შეგახსენოთ ძველი აღთქმიდან მრავალვნებული იობის ისტორია, რომელიც მართალი ცხოვრებით ცხოვრობდა ღვთის წინაშე და უფალს უყვარდა იგი, მაგრამ კაცობრიობის მტერმა, შურით აღვსილმა, დაიწყო იმის ლაპარაკი, რომ იობი მართალი იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთს უყვარდა და მას ყველაფერი მისცა. ხოლო თუ ის ყველაფერს დაკარგავდა, მაშინ ღმერთის გმობას დაიწყებდა. ამის პასუხად უფალმა ეშმაკს მისცა ძალაუფლება, რომ იობის წინაღმდეგ გაეკეთებინა რაც სურდა, ოღონდ იმ პირობით, რომ მის სულს არ უნდა შეხებოდა. სული მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის. დაფიქრდით ამაზე...

კანონპროექტის ინიციატორები კანონიკური დანაშაულის ჩადენას გვაიძულებენ იმ მოტივით, რომ თითქოს მონასტრის დაცვას ცდილობენ პრობლემებისგან. ვუპასუხებთ ძველი ბრძენის, სოკრატეს სიტყვებით: „პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო ძვირფასია“.

ჩვენს წმიდა და საყვარელ მონასტერთან დაკავშირებულ ყველა სიცრუეს, ჩვენ, ბინადარნი, მდაბლად ვპასუხობთ: ღმერთია თქვენი მსაჯული!..

პატივისცემით,

  იღუმენია ფილარეტა დებთან ერთად

გაზიარება:
უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდის 2024 წლის ბოლო სხდომას გაუძღვა

27.12.2024

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მიულოცა, რომლებიც შობის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავენ

25.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს საშობაო მილოცვები გაუგზავნა

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب