მთავარი გვერდი ახალი ამბები
წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრია…

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 01.02.2025. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსყდრების 16 წლისთავი მიულოცეს.

მის უწმინდესობას, უწმინდეს კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს

თქვენო უწმინდესობავ, უწმინდესო მეუფევ და მოწყალე მამაო!

ამ საზეიმო და სულიერად მნიშვნელოვან დღეს, როგორც პირადად თქვენთვის, ისე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი სისავსისათვის, ჩვენ შევიკრიბეთ ქრისტე მაცხოვრის ამ დიდებული ტაძრის თაღებქვეშ, რათა აღვასრულოთ ლიტურგია, აღვავლინოთ სამადლობელი ლოცვები ყოვლადგულუხვი ღმერთის მიმართ და გულითადად მოგილოცოთ თქვენ მოსკოვის პირველმღვდელთმთავართა ტახტზე აღსვლის მე-16 წლისთავი.

ვიხსენებთ რა, თუ როგორ მიჰყავდით უფალს ამ უმაღლესი და საპასუხისმგებლო მსახურებისკენ, ჩვენ მოციქულთან ერთად სიხარულით ვღაღადებთ: „ჰოი სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაი!“ (რომ. 11:33). დაბადებულმა ღვთისმოსავ სამღვდელო ოჯახში, რომელსაც ბავშვობიდანვე თვალწინ გედგათ მშობლების ქრისტიანული ცხოვრების კეთილი მაგალითი და პაპის აღმსარებლობითი ღვაწლი, სრულიად ყმაწვილმა გადაწყვიტეთ თქვენი ცხოვრება მიგეძღვნათ ქრისტესთვის და სკოლის დამთავრების შემდეგ ლენინგრადის სასულიერო სემინარიაში ჩააბარეთ. თქვენი სულიერი მამისა და მოძღვრის, მიტროპოლიტ ნიკოდიმის (როტოვი) მგრძნობიარე და ბრძნული ხელმძღვანელობით, თქვენ ძალით ძალამდე იზრდებოდით, გულსა და გონებას საღვთისმეტყველო მეცნიერებებით ასაზრდოებდით. სარექტორო მოღვაწეობა, მრავალი მორჩილება საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და ოცდაათ წელზე მეტი სამღვდელთმთავრო საქმიანობა სმოლენსკსა და კალინინგრადში – ყოველივე ამან საშუალება მოგცათ დაგეგროვებინათ კოლოსალური გამოცდილება, რაც ამჟამინდელ ძალიან რთულ ვითარებაში გეხმარებათ მტკიცედ და მარჯვედ მართოთ საეკლესიო ხომალდი აბობოქრებულ ცხოვრებისეულ ზღვაში წყნარი, ზეციური ნავსაყუდელისკენ.

თექვსმეტი წლის წინ ძნელი წარმოსადგენი იყო, თუ რა გამოწვევების, მძიმე განსაცდელების, გარე და შიდა საფრთხეების გადალახვა მოუწევდათ მართლმადიდებელ ქრისტიანებს უახლოეს ათწლეულებში და, მით უფრო, შეუძლებელია იმის წარმოდგენა, თუ რა გველის შემდგომში. მიჰყევით რა მეფსალმუნის სიტყვებს: „განვემზადე და არა შევძრწუნდი“ (ფს. 118:60) და სრულად დაემორჩილეთ შემოქმედს იმის მაგალითისამებრ, ვინც „დაიმდაბლა თავი თვისი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაითა“ (ფილიპ. 2:8), თქვენ აღიღეთ ეს მძიმე საპატრიარქო ჯვარი და ყოვლისმპყრობელის მოუკლებელი შემწეობით დღემდე ფეხდაუცდომელად ატარებთ მას.

ვუმზერთ რა თქვენი ბრძნული წინამძღვრობით განვლილ წლებს, ჩვენ, უფლისადმი ღრმა მადლიერებით, ერთხმად ვამოწმებთ თავის წმინდა ეკლესიებზე მარადჟამ მზრუნველ საღმრთო მადლის განუწყვეტელ მოქმედებას (აღსაყდრების ლოცვებიდან) და თქვენი კეთილი მაგალითით ვძლიერდებით ღვთის უაღრეს სადიდებლად შემდგომი ერთობლივი შრომისა და ლოცვისათვის.

თქვენი მოშურნე საწინამძღვრო მსახურება, გულმხურვალე ლოცვა, სახარების ცეცხლოვანი ქადაგება, ზრუნვა მომავალ თაობებზე, სასულიერო პირებისა და სამწყსოსადმი მამობრივი ყურადღება, ტკივილი მათ გამო, ვინც განვარდა ან ჯერაც არ მოქცეულა რწმენაზე და ამომწურავი პასუხის გასაცემად მზადყოფნა ნებისმიერი ადამიანის შეკითხვაზე – ყოველივე ეს თვალსაჩინო განსახიერებაა მოციქულის სიტყვებისა: „ყოველთა ვექმენ ყოვლად, რაითა უეჭუელად ვიეთნიმე ვაცხოვნნე“ (1 კორ. 9:22). თქვენ გიწევთ დაიცვათ ეკლესიის გარე-კანონიკური საზღვრები და ამავე დროს შეინარჩუნოთ მისი შინაგანი ერთობა და რწმენის სიწმინდე.

ჭეშმარიტად, საეკლესიო საქმიანობის არცერთ სფეროს არ აკლია თქვენი საწინამძღვრო მზრუნველობა და ყურადღება; აქედან გამომდინარე, არ გვეყოფა ჩვენ დრო და სიტყვები (ებრ. 11:32) იმისათვის, რომ მთელი სისრულით აღვწეროთ თქვენი შრომების მრავალნაყოფიერება. სიხარულით ვჰმადლობთ რა ღმერთსა და მამას (კოლ. 1:12) იმ შესაძლებლობისთვის, რომ ვართ თქვენი თავმდაბალი თანამუშაკენი, ჩვენ, წმინდა სინოდისა და თქვენი მრავალრიცხოვანი ღვთისმოყვარე სამწყსოს სახელით, ლოცვით გისურვებთ თქვენ, ჩვენს ძვირფას და საყვარელ პატრიარქს, ძალთა ხიმტკიცეს, სულის სიმხნევეს, მშვიდობას და უფლის გულუხვ შემწეობას უმაღლეს მსახურებაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ.

მრავალი და კეთილი წლები თქვენ, თქვენო უწმინდესობავ!

ის პოლა ეტი, დესპოტა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები 

მოსკოვი, 2025 წლის 1 თებერვალი

გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდის 2024 წლის ბოლო სხდომას გაუძღვა

27.12.2024

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მიულოცა, რომლებიც შობის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავენ

25.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევის ფაქტები აღიარებულია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში

20.12.2024

შედგა სატელეფონო საუბარი მოსკოვის უწმიდეს პატრიარქ კირილესა და ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანეს შორის

12.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ თანაგრძნობა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს

12.12.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი მხურვალედ ლოცულობს ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქისთვის, მღვდელთმთავრებისთვის, მღვდლებისთვის და სამწყსოსთვის

12.12.2024

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს საშობაო მილოცვები გაუგზავნა

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

გაიმართა რუსეთის სულიერი კულტურის დღეების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა

02.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს შეხვდა

23.11.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب