მოსკოვის საპატრიარქო
შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 30.01.2025. 2025 წლის 30 იანვარს ქალაქ ტირანის აღდგომის საკათედრო ტაძარში შედგა ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა, რომელიც 25 იანვარს გარდაიცვალა.
სულის განსასვენებელი ლიტურგია აღავლინეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამთავარეპისკოპოსო კათედრის ადგილმონაცვლემ, კორჩის მიტროპოლიტმა იოანემ და ამ ეკლესიის იერარქებმა – არგიროკასტრის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ და ამანტიის მიტროპოლიტმა ნათანაელმა. ტაძრის საკურთხეველში ლოცულობდნენ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი; სსკგ-ის თავმჯდომარის თანაშემწე, მღვდელი ალექსანდრე ერშოვი და ღვთივგანსვენებულ წინამძღვართან გამოსამშვიდობებლად მისული ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები.
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ კორჩის მიტროპოლიტ იოანეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის, კირილეს სამძიმარი გადასცა.
ლიტურგიის დასასრულს, მრავალრიცხოვანი მორწმუნეების მონაწილეობით აღევლინა უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება.
საღვთისმსახურო გალობები ალბანურ და ბერძნულ ენებზე აღდგომის საკათედრო ტაძრის გუნდმა შეასრულა.
წესის აგების შემდეგ, კუბო განსვენებული წინამძღვრით ტაძრის საძვალეში გადაასვენეს, სადაც დაკრძალვა შედგა.
უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგებასა და დაკრძალვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ესწრებოდნენ პატრიარქები – კონსტანტინოპოლისა ბართლომეოსი, ალექსანდრიისა თეოდორე, იერუსალიმისა თეოფილე და ბულგარეთისა დანიელი; მთავარეპისკოპოსები – კვიპროსისა გიორგი და ათენისა იერონიმე; დელეგაციები ანტიოქიის, საქართველოს, სერბეთის, რუმინეთის, პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიებიდან; აგრეთვე ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი, და ოხრიდის სამთავარეპისკოპოსოს მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციები.
ტაძარში იმყოფებოდნენ ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ე. რამა, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კ. მიცოტაკისი, ალბანეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ა.ა. ზაიცევი, რომის კათოლიკური და სხვა უცხოდმადიდებელი ეკლესიების, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს და ალბანეთის რელიგიური თემების წარმომადგენლები, დიპლომატები და მრავალი საზოგადო და კულტურული მოღვაწე.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
07.01.2025
26.12.2024
07.01.2025
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024