მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 27.01.2025. მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა.მილოცვის ტექსტი მოყვანილია ქვემოთ.
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!
გულითადად გილოცავთ წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღეს.
ივერიის საზღვრებში ღვთის სიტყვის ქადაგებით წმინდა ნინომ ქრისტეს სწავლებით გაანათლა ეს მიწა და მისმა მოციქულებრივმა ღვაწლმა განაპირობა ქართველი ხალხის მომავალი საუკუნეების მანძილზე. ამიტომაა, რომ ამ სასწაულებრივი ქალწულის თაყვანისცემა, რომელიც სათნო ეყო ღმერთს თავისი ცხოვრებითა და მსახურებით, ასე ღრმად არის ფესვგადგმული მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში და, განსაკუთრებით, საქართველოში.
ვადიდებ რა თქვენთან ერთად ამ სადღესასწაულო დღეს წმიდა ნინოს, განსწავლულ მახარებელს ცხოვრებისა, წინამძღვარს ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა (დღესასწაულის კონდაკი), მთელი გულით და სულით ვუსურვებ თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას ამ ღვთისსათნო წმინდანის განუშორებელ წინამძღვრობას თქვენი სულიერი და ფიზიკური ძალების განმტკიცებისთვის და თქვენს მაღალ საპატრიარქო წოდებაში კეთილწარმატებული მსახურებისთვის, ხოლო საქართველოს ხალხს – კეთილდღეობას, მშვიდობას და სულიერ წარმატებას.
უფალში მოკრძალებული სიყვარულით,
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე,
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
07.01.2025
26.12.2024
07.01.2025
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024