მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 27.01.2025. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთასწორ წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა.
მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უფლისმიერ საყვარელო ძმაო და თანამსახურო!
გულითადად გილოცავთ წმინდა მოციქულთასწორ ნინოს დღესასწაულს.
ამ სასწაულებრივმა ღვთისსათნო მოღვაწემ, ივერიელთა განმანათლებელმა და მთელი მსოფლიოს დიდებამ (სტიქარონი დღესასწაულის მწუხრზე), თავისი ქადაგებით საუკუნეების მანძილზე განსაზღვრა ქართველი ხალხის მომავალი ისტორიული გზა. ცათა სასუფეველში ყოვლისმპყრობელის ტახტის წინაშე წარდგომილი, იგი დღემდე კადნიერად განაგრძობს შუამდგომლობას საქართველოს წმიდა ეკლესიისათვის.
თქვენთან ერთად ვადიდებთ რა მხურვალე მეოხს და დაუძინებლ მცველს ქართველთა ერისას (წმინდანი კონდაკი), გისურვებთ ძალთა სიმტკიცეს, სულიერ სიმშვიდეს და ქრისტე მაცხოვრის შეწევნას თქვენს მაღალ საწინამძღვრო მსახურებაში, ხოლო თქვენს ღვთისმოსავ სამწყსოს - სულიერ წარმატებებს და რწმენაში განმტკიცებას, რამეთუ ნეტარ არს ნათესავი, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი (ფს. 32:12).
უფალ იესოში ძმური სიყვარულით და უცვლელი თბილი მოგონებებით ჩვენი ძმური და ნდობით აღსავსე თანამეგობრობის შესახებ უღმერთო ხელისუფლებისგან შევიწროების წლებში
+ კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
07.01.2025
26.12.2024
07.01.2025
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024