
მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 20.01.2025. 2025 წლის 20 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ ს.ვ. ლავროვის თავმჯდომარეობით საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გამართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ფედერაციის საბჭოს წევრები და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები, ფედერალური და რეგიონული აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ფონდების ხელმძღვანელები.
შეხვედრის მონაწილეთა შორის იყო მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი.
დამსწრეებმა განიხილეს 2024 წლის 30-31 ოქტომბერს მოსკოვში ჩატარებული რუს თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესისი შედეგები და უცხოურ დიასპორასთან შემდგომი მუშაობის პერსპექტივები.
შეხვედრაზე განხილულ თემებს შორის იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უცხოეთში არსებული სამრევლოებისა და უცხო ქვეყნების რუსულენოვანი თემების ურთიერთქმედება. ასევე განიხილეს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის ხაზით დაჯილდოების კანდიდატთა სია და რიგი სხვა საკითხები.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
20.03.2025
07.01.2025
13.03.2025
07.01.2025