მთავარი გვერდი ახალი ამბები
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ე…

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე


მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილ საშობაო ეპისტოლე მწყემსთმთავრებს

მწყემსებ, დიაკვნებ, სამონაზვნო დასს და 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნე შვილს

ყოვლადუსამღვდელოესო მღვდელთმთავრებო, პატიოსანო მღვდლებო და დიაკვნებო, ღვთისმოყვარე ბერებდა მონაზვნებ, ძვირფასო ძმებო და დებო!

ქებას აღვუვლენთ რა სამებაში განდიდებულ ღმერთს და ვიზიარებთ თქვენთან ერთად დღევანდელი ზეიმის სიხარულს, ოგმართავ თქვენ, ჩვენი ეკლესიის მართლმადიდებელ შვილებს, როგორც რუსეთში, ისე მოსკოვის საპატრიარქოს სამწყემსო პასუხისმგებლობის ქვეშ მცხოვრებთ სხვა ქვეყნებში, და გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობის დღესასწაულს – თავისი ქმნილებისადმი შემოქმედის განხორციელებული სიყვარულის დღესასწაულს, ძე ღვთის დედამიწაზე მოსვლის აღთქმის აღსრულების დღესასწაულს, ცხონებისა და მარადიული სიცოცხლის სასოების დღესასწაულს.

დიდი და საკვირველი, და დიდებული სასწაული აღესრულების დღეს, რამეთუ ქალწული ჰშობს ქალწულებით უხრწნელად, და სიტყვა განკაცნების, ხოლო მამისაგან ყოვლადვე არა განეშორების, მწყემსთა თანა ზეცისა ძალნი ადიდებენ, და მათ თანა ჩვენცა უჯალობთ: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება (დღესასწაულის სტიქარონი). ამ სიტყვებით ქრისტეს ეკლესია ამოწმობს იდუმალ მოვლენას, რომელიც მოხდა ორ ათასზე მეტი წლის წინ ბეთლემის გამოქვაბულში და შეცვალა მსოფლიო ისტორიის მთელი შემდგომი მსვლელობა. გაოცებითა და კეთილკრძალულებით ვიხრით ჩვენი გულის მუხლებს გამოხსნის შესახებ ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი საღვთო ჩანაფიქრის ამ საიდუმლოს წინაშე. მადლიერებით ვიღებთ შემოქმედისა და განმგებლის ჩვენთვის გაღებულ ამ სამსხვერპლო ძღვენს, ჩვენ აღვიარებთ მადლსა, ვქადაგებთ წყალობასა, არ ვმალავთ ქველის საქმესა (დიდი აიაზმის ლოცვა). 

რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, 21- საუკუნის ქრისტიანებმა, იმისათვის, რომ გავხდეთ ღვთის ამ ჭეშმარიტად ფასდაუდებელი სიკეთის თანაზიარნი და მისი სასუფევლის ღირსვიქმნეთ, რომელიც განმზადებულია დასაბამითგან სოფლისაით (მთ. 25:34)?

ყველაფერი, რაც შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ ჩვენს ცხოვრებაში, ეს არის – სიყვარულითვე ვუპასუხოთ ღვთი სიყვარულს. ეს კი ნიშნავს, ვირწმუნოთ და სრულად მივენდოთ ღმერთს, შევასრულოთ სახარების მცნებები, მოვიქცეთ ბოროტისაგან და ქმნათ კეთილი (ფს. 33:15); ვიყოთ, მაცხოვრის მოწოდების მიხედვით, არილნი ქუეყანისანი და  ნათელნი სოფლისანი (მთ. 5:13-14).

დაჯილდოვებული თავისუფალი ნებითა და არჩევანის წაურთმეველი უფლებით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს ქრისტე ან უარყოს იგი, იყოს სინათლის მხარეზე ან ჩაიძიროს ცოდვის სიბნელეში, იცხოვროს სინდისის მიხედვით ან  წესთა მათებრ ამის სოფლისათა (კოლ. 2:8), კეთილი საქმით შექმნა სამოთხე საკუთარ გულში ან პირიქით, ბოროტების კეთებით, უკვე აქ, დედამიწაზე, ანიცადო ჯოჯოხეთური ტანჯვები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითოეული ჩვენგანი მოწოდებულია სიხარულისა და ცხოვრების სისავსისკენ, მარტივი სიტყვებით, ბედნიერებისკენ, და ეს მნიშვნელოვანია ამის გაცნობიერება და გაგება შეუძლებელია ღმერთის გარეშე, რადგან ის არის სიცოცხლისა და ყოველგვარი სიკეთის წყარო, ის არის შემოქმედი და განმგებელი, ის არის მოსიყვარულე მამა, ჩვენი მზრუნველი დამხმარე და მფარველი. თავისუფალი ნების მქონე ადამიანს შეუძლია აირჩიოს სიცოცხლე და მიაღწიოს ღმერთ მსგავსებას, მაგრამ ის ასევე თავისუფალია თავად აირჩიოს სხვა, უღმერთო და მადლ ცხოვრება, წარსაწყმედელის გზა.

აი, რატომაც უფალი, რომელმაც ჩვენ შეგვქმნა, არ გვაცხოვნებს ჩვენი მონაწილეობის გარეშე. ეთილ, სათნო და სრულ საღვთო ნებასთან (რომ. 12:2) შერწყმული ადამიანის ნება, თუნდ არასრულყოფილი, მაგრამ სიკეთისკენ მილტოლვილი, ჩვენი მიწიერი ასპარეზის წარმატებით განვლის საწინდარია. საბოლოო ჯამში, თითოეული ადამიანის მარადიული ხვედრი გაგრძელებაა იმ სულიერი მდგომარეობისა, რომელიც მისთვის დამახასიათებელი იყო მიწიერ ცხოვრებაში.

ამის გათვალისწინებით, პავლე მოციქულის სიტყვისამებრ, ვეცადოთ მოვიხვეჭოთ იყარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, სარწმუნოება, მყუდროება, მარხვა, მოთმინება (გალ. 5:22-23) და სულიწმიდის სხვა ნიჭები. ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვიყოთ ქრისტიანები არა მხოლოდ სახელით, არამედ ცხოვრების წესით, ოჯახთან და ახლობლებთან, თანამშრომლებთან და თანამუშაკებთა, და ნებისმიერ ადამიანთან დამოკიდებულებით, ვისაც სჭირდება ჩვენი დახმარება და თანადგომ, თანაგრძნობა და მხარდაჭერ.

ველ დღეს, განსაკუთრებით ამ დიდ დღესასწაულზე, მოწოდებულნი ვართ გულმოდგინედ ვილოცოთ მთელი მსოფლიოს მშვიდობისა და ღვთის წმინდა ეკლესიების კეთილდღეობისთვის, ავადმყოფთათვის, ტანჯულთათვის, ტყვეთათვის და მათი გადარჩენისთვის. ამ ლოცვის მნიშვნელობა დღეს ძალიან აქტუალურია, რადგან ბოროტების, ომისა და განხეთქილების მსურველმა ძალებმა მართლმადიდებლობას შეუტიეს. ისინი თესავენ მტრობას და სიძულვილს და ყოველგვარ საშუალებას იყენებენ თავიანთი მზაკვრული გეგმების განსახორციელებლად. მაგრამ ჩვენ გვჯერა და ვიმედოვნებთ, რომ ღმერთის ძალით შერცხვენილი იქნება დემონებისა და მათი მიმდევრების ყველა უძლურ თავხედობა. ეს არაერთხელ მომხდარა წარსულში, და ასე იქნება ახლაც. ამაში ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება გვარწმუნებს.

განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ ყველას მიმართ, ვინც ახლა უკრაინაში სამწყემსო მსახურებას ასრულებს, ვინც ხშირად სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ აგრძელებს კანონიკური მართლმადიდებლობის ერთგულებას, ვინ უშიშრად მიჰყვება აღსარებლობის გზას, ითმენს შეურაცხყოფა და მწუხარებას ქრისტესა და მისი ეკლესიისთვის. ჩვენ ერთნი ვართ, რადგან სიყვარულის გაუწყვეტელი ჯაჭვით ვართ ქრისტეში შეკრულნი. ჩვენ ერთნი ვართ, რადგან წარუვალია მაცხოვრის სიტყვები: მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა (მთ. 28:20). ამიტომ ჩვენ, ქრისტიანებს, არავის და არაფრის გვეშინია, როგორც ამას პავლე მოციქული შეგვახსენებს, როცა ამბობს:  უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძვირის მყოფელ ჩუენდა? (რომ. 8:31). ამ აღთქმით შთაგონებულნი, ჩვენ ვცხოვრობთ და ვქმნით, ვიბრძვით და ვიმარჯვებთ უფლის სახელით, რადგან, როგორც წმიდა მოციქული პეტრე წერს, და არავინა არს სხვით ცხორება და არცაღა არს სახელი სხუა ცისა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორება ჩუენდა (საქმ. 4:12); არ ყოფილა და არც იქნება, მოწმბს ეკლესია.

უფლის დედამიწაზე მოსვლიდან დღემდე, ყველას, ვისაც მისი სწამს, მიეცა შესაძლებლობა, იყვნენ ზეციერი მამის შვილები, ამეთუ, როგორც წმიდა მოციქული პავლე ამტკიცებს, ამიერითგან უკუე არღარა ართ უცხო და მწირ, არამედ თანა-მოქალაქე წმიდათა და სახლეულ ღმრთისა (ეფეს. 2:19). და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი მისი შვილები ვართ, და მასში და მისი მეშვეობით – ერთმანეთის მოყვასნი.

ეკლესიის საღვთო მსახურებებსა და წმიდა წეს-ჩვეულებებში, რომელიც არის ადგილი, სადაც ადამიანი თავის შემოქმედს ხვდება, ჩვენთვის იხსნება მარადისობის კრეტსაბმელი და უკვე აქ, დედამიწაზე, წინასწარ გვეძლევა მომავალი ყოფიერების სისავსის დაგემოვნება, როც, შესაბამისად წმინდა წერილის, იქნება ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა (1 კორ. 15:28), როცა ვერავინ და ვერაფერი შეძლებს ჩვენს განყენება სიყუარულსა ღმრთისასა (რომ. 8:39), მასთან უერთიერთობის სიხარულს, როდესაც ახოცავს ყოველივე ცრემლ ადამიანთა ალთაგან და სიკვდილი აღარ იქნება, რამეთუ გადაეგო ყოველივე უწინდელი (გამოცხ. 21:4).

აუწყებს რა ხალხს მაცხოვრის სამყაროში მოსვლის სასიხარულო ცნობას, ეკლესია, როგორც მოსიყვარულე დედა, ყველას მოუწოდებს, ირწმუნონ ქრისტე და იცხოვრონ მისი აღთქმის მიხედვით, რათა გახდნენ მარადიული ნეტარების მემკვიდრე. ჭეშმარიტად უფალი მოვიდა ამქვეყნად, რათა ჩვენ ცად აგვიყვანოს. ის ყოველთვის მოუწოდებს ადამიანებს, მიჰყვნენ სულიერ-ზნეობრივი ფერისცვალების გზა, ომელიც მიიღწევა სახარებისეული მცნებების შესრულებით, ადამიანსა და ღმერთს შორის ნებაყოფლობითი თანამშრომლობით, ღვთიური მადლის შემწეობთ, რომელიც გარდმოდის საეკლესი საიდუმლოებებს მეშვეობით.

და თუ ადამიანებთან ურთიერთობაში, ყოველდღიურ საქმეებში და საზრუნავში ვისწავლით საღვთო დადგენილებებით ხელმძღვანელობას, მაშინ ბევრი რამ შეიცვლება არა მხოლოდ ჩვენში, არამედ ჩვენს ირგვლივაც: ცხოვრება შეიძენს ჭეშმარიტ მნიშვნელობას, ივსება ნამდვილი სიხარულითა და ბედნიერებით.

მაშ, ვიყოთ ღირსნი ქრისტიანული წოდებისა და მოწოდებისა. მივყვეთ ცხოვრების გზას მტკიცე რწმენით და ეგარდამო დახმარების ურყევი იმედით, ვიხაროთ ყოველი ახალი დღით და კარგი საქმეების კეთების ახალი შესაძლებლობებით, გვიყვარდეს მოყვასი და ღმერთს მადლობდით ყოვლადვე და ყოველთათვი (ეფეს. 5:20), მასვე ეგების ყოველგვარი დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი-უკუნისანდე. ამინ.

ყველას გილოცავთ დღესასწაულს, ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ ქრისტეს შობას!

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი

ქრისტეს შობა

2024/2025 წწ.

ქ. მოსკოვი



გაზიარება:
უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდის 2024 წლის ბოლო სხდომას გაუძღვა

27.12.2024

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მიულოცა, რომლებიც შობის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავენ

25.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევის ფაქტები აღიარებულია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში

20.12.2024

შედგა სატელეფონო საუბარი მოსკოვის უწმიდეს პატრიარქ კირილესა და ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანეს შორის

12.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ თანაგრძნობა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს

12.12.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი მხურვალედ ლოცულობს ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქისთვის, მღვდელთმთავრებისთვის, მღვდლებისთვის და სამწყსოსთვის

12.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესზე

30.10.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს საშობაო მილოცვები გაუგზავნა

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

გაიმართა რუსეთის სულიერი კულტურის დღეების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა

02.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს შეხვდა

23.11.2024

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტ ა.ვუჩიჩთან

19.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

14.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საერთაშორისო კინოფესტივალის, „რუსული საზღვარგარეთი“, მონაწილეებს მიესალმა

08.11.2024

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიურ ლიდერთა სამიტში COP29

06.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب