მოსკოვის საპატრიარქო
გაეროს განცხადება: უკრაინამ ვერ დაამტკიცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ამკრძალავი ქმედებების კანონიერება
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 03.12.2024. უკრაინამ ვერ დაამტკიცა რელიგიური ორგანიზაციების, მათ შორის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დაშლისკენ მიმართული ქმედებების აუცილებლობა და პროპორციულობა, – ნათქვამია უკრაინაში 2024 წლის სექტემბრიდან იმავე წლის ნოემბრამდე არსებული ვითარების შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამმართველოს ანგარიშში.
23 სექტემბერს უკრაინაში ძალაში შევიდა უმაღლესი რადას მიერ მიღებული კანონი, რომელსაც ხელი აწერს ვლადიმერ ზელენსკი, და რომლის საფუძველსაც შესაძლებელი ხდება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვა.
„რელიგიური ორგანიზაციის დაშლა არის სერიოზული შეზღუდვა, რომელიც გავლენას ახდენს ცალკეული პირების შესაძლებლობაზე, იაღმსარებლონ თავიანთი რელიგია ან შეხედულებები სხვებთან ერთად და მთლიანობაში საფრთხეს უქმნის საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობას, რაც ძალიან სერიოზულ დასაბუთებას მოითხოვს. უკრაინამ ვერ წარმოადგინა ამ ღონისძიების გატარების აუცილებლობა და პროპორციულობა, მაგალითად, ვერ აჩვენა, თუ რატომ არ იქნებოდა საკმარისი ნაკლებად შემზღუდავი ზომები, როგორიცაა დანაშაულებებზე კონკრეტულად პასუხისმგებელი პირების დასჯით შემოფარგვლა“, – ნათქვამია დოკუმენტში.
„გარდა ამისა, ცვლილებებში ნათქვამია, რომ რელიგიური ორგანიზაცია უნდა დაიშალოს, თუ მისი „უფლებამოსილი პირები“ ცნობილნი არიან დამნაშავედ სხვადასხვა დანაშაულში, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ, ან თუ ორგანიზაცია მონაწილეობს „რუსული სამყაროს იდეოლოგიის პროპაგანდის“ გავრცელების „განმეორებით ფაქტებში“. ესენი ბუნდოვანი ტერმინებია და არ იძლევიან სწორ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რას მოითხოვს კანონი. ამ დებულებებმა შესაძლოა მთელი რელიგიური თემების პასუხისმგებლობა გამოიწვიოს კონკრეტული პირების ქცევის გამო. გარდა ამისა, ძალიან ფართო და ორაზროვანმა ფორმულირებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას აზრის გამოხატვის თავისუფლებას“, – მიიჩნევენ გაეროში.
დოკუმენტში ასევე განმარტებულია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამმართველო განაგრძობს კიევის რეაქციაზე დაკვირვებას 2024 წლის 17 ოქტომბერს ჩერკასში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საკათედრო ტაძარში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით იუწყება Патриархия.ru რია-ნოვოსტზე დაყრდნობით.
17 ოქტომბერს „მეუ“-ს მხარდამჭერებმა მეორე მცდდელობით დაიპყრეს მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარი ჩერკასში. მრევლსა და სასულიერო პირებს შორის იყვნენ დაშავებულნი, ბევრმა ცრემლსადენი გაზის გამო რქოვანას დამწვრობა მიიღო. ტაძრის წინამძღვარს, ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტ თეოდოსის, თავში ჩაარტყეს და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ასევე, მოხუცი ბერს, ნეკტარის, რომელსაც თავი გაუტეხეს. პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით აღძრა.
უკრაინის ხელისუფლებამ მოაწყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, ქვეყნის, უმსხვილესი მორწმუნე თემის, ყველაზე მასშტაბური დევნის ტალღა ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. უკრაინის სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რუსეთთან კავშირის საფუძველზე დაყრდნობით, მიიღო გადაწყვეტილება უმე-ს საქმიანობის აკრძალვის შესახებ. უუს-მა დაიწყო სისხლის სამართლის საქმეების წარმოება კანონიკური ეკლესიის სასულიერო პირების წინააღმდეგ და ჩაატარა „კონტრდაზვერვის საქმიანობა“ –- ტაძრებსა და მონასტრებში ეპისკოპოსებისა და მღვდლების ჩხრეკა „ანტიუკრაინული საქმიანობის“ მტკიცებულებების მოსაძებნად. ზოგიერთ სასულიერო პირთან მიმართებით უკრაინის სასამართლომ საბრალდებო განაჩენი გამოიტანა, ბევრიც პატიმრობაში იმყოფება. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ასობით ტაძარი ხელისუფლების მხარდაჭერით „მეუ“-ს სქიზმატიკოსებმა ძალით ჩაიგდეს ხელში.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
26.12.2024
03.12.2024
04.11.2024
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024