მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდის 2024 წლის ბოლო სხდომას გაუძღვა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 27.12.2024. 27 დეკემბერს, მოსკოვის დანილოვის მონასტერში, საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას გაუძღვა. ეს იყო 2024 წლის ბოლო სინოდალური შეკრება.
სხდომის გახსნისას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა წმინდა სინოდის წევრებს მოკლე მისალმებით მიმართა, რის შემდეგაც წმინდა სინოდმა დღის წესრიგით დაიწყო მუშაობა, – იუწყება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ:
წმინდა სინოდის მუდმივი წევრები: კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვის მიტროპოლიტი ვლადიმერი; ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტი ალექსანდრე, ყაზახეთის რესპუბლიკის სამიტროპოლიტო ოლქის მეთაური; ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტი ბიკენტი, შუააზიის სამიტროპოლიტი ოლქის მეთაური; სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანოფი; კრუტიცკისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე, მოსკოვის სამიტროპოლიტო პატრიარქის ადგილმონაცვლე; მინსკისა და ზასლავსკის მიტროპოლიტი ბენიამინი, სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი; ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე; ნარო-ფომინსკის მიტროპოლიტი ნიკანდრე, მოსკოვის საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს თავმჯდომარე; ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი გრიგოლი, მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი;
წმიდა სინოდის დროებითი წევრები: ლუგანსკისა და ალჩევსკის მიტროპოლიტი პანტელეიმონი; ვანინოსა და პერეიასლავის ეპისკოპოსი არისტარქე; კარასუკისა და ორდინის ეპისკოპოსი ფილიპე; გუბკინისა და გრაივორონის ეპისკოპოსი სოფრონი; ჩერნიახოვისა და სლავსკის ეპისკოპოსი ნიკოლოზი.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
26.12.2024
03.12.2024
04.11.2024
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024