მოსკოვის საპატრიარქო
გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 26.12.2024. 2024 წლის 26 დეკემბერს მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის საპატრიარქო დარბაზში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის, კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა წმინდა სინოდისა და რუსეთის უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა შეკრებილებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
სხდომაზე მოისმინეს:
ვოსკრესენსკის მიტროპოლიტ გრიგოლის მოხსენება მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა სამმართველოს საქმიანობის შესახებ;
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მოხსენება მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების საქმიანობის შესახებ;
კალუგისა და ბოროვსკის მიტროპოლიტ კლიმენტის მოხსენება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგამომცემლო საბჭოს საქმიანობის შესახებ;
დეკანოზ მაქსიმე კოზლოვის მოხსენება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო კომიტეტის საქმიანობის შესახებ;
ნარო-ფომინსკის მიტროპოლიტ ნიკანდრეს მოხსენება მოსკოვის საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს საქმიანობის შესახებ;
კაშირის მიტროპოლიტ თეოგნოსტეს მოხსენება მონასტრებისა და მონოზვნობის სინოდალური განყოფილების საქმიანობის შესახებ;
ეკატერინბურგისა და ვერხოტურის მიტროპოლიტ ევგენის მოხსენება რელიგიური განათლებისა და კატეხიზაციის სინოდალური განყოფილების საქმიანობის შესახებ;
დეკანოზ მიხეილ პოტოკინის მოხსენება საეკლესიო ქველმოქმედებისა და სოციალური მომსახურების სინოდალური განყოფილების საქმიანობის შესახებ;
მღვდელი ანტონი კოსიხის მოხსენება სინოდალური მისიონერული განყოფილების საქმიანობის შესახებ;
სტავროპოლისა და ნევინომისკის მიტროპოლიტ კირილეს მოხსენება შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების საქმიანობის შესახებ;
ისტრის ეპისკოპოს სერაფიმეს მოხსენება ახალგაზრდობის საქმეთა სინოდალური განყოფილების საქმიანობის შესახებ;
ვ.რ. ლეგოიდას მოხსენება საზოგადოებასა და მედიასთან ეკლესიის ურთიერთობის სინოდალური განყოფილების საქმიანობის შესახებ;
მღვდელი კირილე მარკოვსკის მოხსენება ციხის მსახურების სინოდალური განყოფილების საქმიანობის შესახებ;
სტავროპოლისა და ნევინომისკის მიტროპოლიტ კირილეს მოხსენება კაზაკებთან ურთიერთობის სინოდალური კომიტეტის საქმიანობის შესახებ;
სიმფეროპოლისა და ყირიმის მიტროპოლიტ ტიხონის მოხსენება კულტურის დარგში საპატრიარქოს საბჭოს საქმიანობის შესახებ;
იღუმენია ქსენიას (ჩერნეგა) მოხსენება კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ.
ყოველი მოხსენების ირგვლივ გაიმართა შინაარსობრივი დისკუსია, - იუწყება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური.
შეხვედრის შეჯამებისას უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბრძანა:
„მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელთა წინაშეც თითოეული ჩვენგანი დგას, დღევანდელი სხდომიდანაც ჩანს, რომ ღვთის წყალობით მივდივართ წინ, ვაგვარებთ ერთ პრობლემას მეორეზე მიყოლებით და, რა თქმა უნდა, გავდივართ საეკლესიო მსახურების სრულიად სხვა დონეზე, განსაკუთრებით საზოგადოებასთან, სახელმწიფოსთან, შეიარაღებულ ძალებთან ურთიერთობის სფეროში. ამიტომ, დასასრულს, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა თქვენგანს, ძვირფასო მონაწილენო დღევანდელი ჩვენი შეხვედრისა, ხოლო თქვენი მეშვეობით მას, ვინც თქვენ უკან და თქვენთან ერთად დგას, იმ სამუშაოებისთვის, რომლებიც დღეს კეთდება ეკლესიისა და სამშობლოს სასიკეთოდ.
ვფიქრობ, ჩვენ სწორ გზაზე ვართ. ადამიანი რაღაცაში აუცილებლად უშვებს შეცდომებს და ჩვენ არ ვართ დაზღვეული შეცდომებისგან, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ, როგორც ეკლესია, არ ვუშვებთ სახიფათო შეცდომებს და არ ჩავდივართ ისეთ ქმედებებს, რომლებიც შუაკედელს აღმართავდა ეკლესიასა და საზოგადოებას ან ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის.
ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთქმედების დონეს, ვფიქრობ, არ აქვს პრეცედენტი რუსეთის მთელს ისტორიაში. ჩვენ ვცხოვრობთ ეკლესიის სრული თავისუფლების უნიკალურ პირობებში. ეკლესია აქტიურად ურთიერთობს სახელმწიფოსთან, მორწმუნეების მიმართ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ღმერთს იმისთვის, რასაც დღეს ადგილი აქვს ჩვენს კურთხეულ სამშობლოში, და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს ხელსაყრელი დრო, რადგან ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება (იხ. ლკ. 12:48). სწორედ ამიტომ ვიკრიბებით, ვმუშაობთ, ვაანალიზებთ ჩვენს საქმიანობას და ვაწყობთ გეგმებს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შემდგომშიც შევძლებთ წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრას ჩვენი ეკლესიისა და ხალხის საკეთილდღეოდ“.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
26.12.2024
03.12.2024
04.11.2024
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024