მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს საშობაო მილოცვები გაუგზავნა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 25.12.2024. მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ქრისტეს შობა მიულოცა უცხდოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც ამ დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავენ. მისალოცი გზავნილები გაეგზავნათ, კერძოდ: რომის პაპ ფრანცისკეს; ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს, სირიის ორთოდოქსალური ეკლესიის მეთაურს მარ ეგნატე ეფრემ II-ს; ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის მარონიტ პატრიარქს ბეშარა ბუტროსს, არ-რაის კარდინალს; ალექსანდრიისა და იერუსალიმის, ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის ბერძნულ-მელქის პატრიარქს, იუსეფ I აბსისს; კენტერბერიის მთავარეპისკოპოსს, სრულიად ინგლისის პრიმასს და მიტროპოლიტს ჯასტინ უელბის; აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქს მარ ამბა III-ს; მალანკარის მიტროპოლიტს, აღმოსავლეთის კათალიკოსს ბასილი მარ თომა მათე III-ს; სომხეთის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარს, კილიკიის კათოლიკოს-პატრიარქს რაფაელ პეტროს XXI-ს; ქალდეის ბაბილონის პატრიარქს და ბაღდადის მთავარეპისკოპოსს ლუის რაფაელ I-ს, კარდინალ საკოს; ფინეთის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის წინამძღვარს, ტურკუსა და ფინეთის მთავარეპისკოპოსს დოქტორ ტაპიო ლუომას.
მისალოც წერილებში ნათქვამია:
გულითადად გილოცავთ უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შობის ნათელ დღესასწაულს!
ღმერთი იწყებს თავის მიწიერ გზას პირუტყვის უბადრუკ სადგომში და განწმედს მონის ხატს (ფილიპ. 2:7); მოგვიწოდებს ვემსახუროთ თითოეულ ადამიანს. ის იღებს გლახაკის სახეს, რათა ჩვენ „გავმდიდრდეთ“ მისი სიგლახაკით (2 კორ. 8:9). ჩვილი ღმერთი გვაძლევს უდიდეს სიმდიდრეს – ცოდვისგან გათავისუფლებას და მარადიულ სიცოცხლეს, სჯულისა და წინასწარმეტყველთა აღსრულებას (წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგიიდან). ის მოდის ჩვენს სახსნელად (შდრ. ეს. 35:4).
ვუსმენთ რა ანგელოზებს, რომლებიც გვახარებენ ადამიანების გამოხსნას და ცოდვის ბატონობისგან გათავისუფლებას, ჩვენ უხილავად ვდგავართ ღვთაებრივი გზის დასაწყისში შობილი ჩვილი ღმერთის ბაგასთან და ვზეიმობთ სამყაროს ხსნას და ახალი კაცობრიობის შობის დღეს (წმ. ბასილი დიდი, ქადაგება ქრისტეს წმინდა შობის დღესასწაულზე, 6).
ლოცვით გისურვებთ თქვენ სულიერ და ხორციელ სიმტკიცეს, უფლისმიერ სიხარულს და შობილი ძე ღვთისას ყოვლისშემძლე მადლმოსილ საბოძვრებს.
შობილ ქრისტეში სიყვარულით,
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების
თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024