მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II -ს აღსაყდრების დღე მიულოცა.
მის უწმინდესობას და უნეტარესობას, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უფლისმიერ საყვარელო ძმაო და თანამსახურო!
გულითადად გილოცავთ საპატრიარქო ინტრონიზაციის მორიგ წლისთავს.
თქვენი წინამძღვრობის ჟამი ივერიის მიწაზე მართლმადიდებლური სარწმუნოების აღორძინებისა და განმტკიცების პერიოდი გახდა. როგორც ქართველი ხალხის სულიერი მამა, თქვენ მოუღალავად ანუგეშებთ მწუხარეთ, ლოცულობთ ტანჯულთათვის, ეხმარებით უძლურებს და განსწავლით ახალგაზრდებს.
ღმერთმან ყოვლისა მადლისამან, რომელმან გიჩინნა თქუენ საუკუნესა მას დიდებასა მისსა ქრისტე იესუჲს მიერ (1 პეტ. 5:10), დაე განაახლოს თქვენი ხორციელი და სულიერი ძალები და გიბოძოთ უხვი შემწეობა შემდგომ საპატრიარქო მსახურებაში წმინდა მართლმადიდებლობის სასიკეთოდ.
უფალში ძმური სიყვარულით,
+ კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024