მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარემ საერთაშორისო კინოფესტივალის, „რუსული საზღვარგარეთი“, მონაწილეებს მიესალმა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 08.11.2024. 7 ნოემბერს მოსკოვში ა.ი. სოლჟენიცინის სახ. რუსული საზღვარგარეთის სახლში XVIII „რუსული საზღვარგარეთი“-ს საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა.
ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა მიიღეს მისასალმებელი გზავნილები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ს.ვ. ლავროვისგან, ასევე, სხვა გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეებისგან.
მისალმებისა და კეთილი სურვილების თბილი სიტყვები გაუგზავნა ფესტივალის ხელმძღვანელობასა და სტუმრებს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ. კინოფორუმის გახსნის ცერემონიაზე ეს გზავნილი სსკგ-ის თანამშრომელმა, მღვდელმა ანდრია ტიტუშკინმა გააჟღერა.
თავის გზავნილში მიტროპოლიტმა ანტონიმ, კერძოდ, აღნიშნა: „დარწმუნებული ვარ, რომ ფესტივალის მონაწილეთა მრავალი შემოქმედებითი ნამუშევარი თავის წვლილს შეიტანს ჩვენი საერთო ისტორიული გზის გააზრების პროცესში და ღირსეული პასუხების ძიებაში თანამედროვე გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას როგორც რუსული საზოგადოება, ისე მთელი კაცობრიობა“.
წელს ფესტივალის პროგრამა მოიცავს 50-ზე მეტ მხატვრულ და არამხატვრულ ფილმს, რომლებიც ეძღვნება მე-20 საუკუნის რუსეთის ისტორიის, რუსული სამყაროს სულიერი, კულტურული და სამეცნიერო მემკვიდრეობის გააზრებას.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024