მოსკოვის საპატრიარქო
საზღვარგარეთის ეკლესიის ჩიკაგოს ეპარქიის სამღვდელოება დამწუხრებულია ქ. ჩერკასში „მეუ“-ს რეიდერების მიერ საკათედრო ტაძრის ძალადობრივი მიტაცებით
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 26.10.2024. „ჩვენ თანაგრძნობას ვუცხადებთ ჩერკასის მიტროპოლიტ თეოდოსის მისი საკათედრო ტაძრის ძალადობრივ დაკავებასთან დაკავშირებით და ვწუხვართ მიტროპოლიტ ონოფრეს ომოფორის ქვეშ არსებული სხვა სალოცავების მიტაცების გამო“, –ნათქვამია რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის ჩიკაგოსა და ცენტრალური ამერიკის ეპარქიის სამღვდელოების კრების რეზოლუციაში.
შეხვედრა გაიმართა 2024 წლის 21-22 ოქტომბერს ჰიუსტონში (ტეხასის შტატი, აშშ) ჩიკაგოსა და ცენტრალური ამერიკის მთავარეპისკოპოს პეტრეს თავმჯდომარეობით.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მოუწოდეს მორწმუნეებს „ილოცონ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, ვინც განიცდის ომს და დევნას მთელს მსოფლიოში“.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024