მოსკოვის საპატრიარქო
ვ.რ. ლეგოიდა: „ჩვენ კვლავ გავხდით სქიზმატიკოსთა მხრიდან უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა წინააღმდეგ განხორციელებული ტერორის აღმაშფოთებელი აქტის მოწმენი“
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 17.10.2024. 17 ოქტომბერს განმეორებითი შტურმის შედეგად ჩერკასში „მეუ“-ს მხარდამჭერებმა დაიპყრეს მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძარი. თავდასხმის დროს დაშავდნენ უმე-ს სასულიერო და საერო პირები. ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტი თეოდოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარემ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვ.რ. ლეგოიდამ თავის ტელეგრამ-არხზე განცხადება გააკეთა:
„ჩვენ კვლავ გავხდით სქიზმატიკოსთა მხრიდან უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა წინააღმდეგ განხორციელებული ტერორის აღმაშფოთებელი აქტის მოწმენი. ორი კოორდინირებული თავდასხმის შედეგად მათ დაიპყრეს ჩერკასის მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძარი. ექსტრემისტებმა განახორციელეს საკუთარი ჩანაფიქრი მიუხედავად მორწმუნეების მცდელობისა, დაეცვათ მშობლიური ტაძარი.
უკრაინელი ჟურნალისტების მოწმობით, შეიარაღებულ ტერორისტებს შორის ბევრი წარმართი იყო. მათ სამიზნეს წარმოადგენდნენ მშვიდობიანი მორწმუნეები, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები, რომლებსაც ესროდნენ და გაზით წამლავდნენ.
სახელმწიფო ხელისუფლებამ ექსტრემისტებს საშუალება მისცა, მიეტაცათ ტაძარი და, როგორც ყოველთვის, არ აღუგვეკათავთ მორწმუნეების ცემა. უკრაინის დასავლელი მფარველები, ჩვეულებისამებრ, თვალს დახუჭავენ ამ ამბავზე. მათ ხომ, ვინც ანადგურებს ისტორიული რუსეთის ხალხთა ერთ საერთო სარწმუნოებას – მართლმადიდებლობას, უნდა იგრძნონ მხარდაჭერა გარედან და ისარგებლონ მოქმედების სრული თავისუფლებით, ხოლო ისეთ პირობითობაზე, როგორიცაა რელიგიის თავისუფლება, ამ შემთხვევაში შეიძლება თვალის დახუჭვა.
ჩვენ ვლოცულობთ მათთვის, ვინც დაზარალდა და, მიუხედავად ყველაფრისა, გაბედულად აგრძელებს რწმენის აღმსარებლობას და ღვთის ეკლესიის ერთგულ შვილად რჩება. ჩვენ გვჯერა, რომ უდანაშაულო მორწმუნეების წინააღმდეგ ჩადენილი მრავალი დანაშაული ადრე თუ გვიან მიიღებს სათანადო შეფასებასა და ზღვევინებას“.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024