მთავარი გვერდი ახალი ამბები
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის სამმ…

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის სამმართველომ ეკლესიაზე უკრაინის ხელისუფლების ზეწოლის გაგრძელება დაამოწმა


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 04.10.2024. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ანგარიშში, უკრაინაში 2024 წლის 1 ივნისადან 31 აგვისტომდე პერიოდში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ანგარიშის ნაწილში, „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება“, აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში გაეროს უკს განაგრძობდა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენის შემთხვევების დოკუმენტირებას.

კერძოდ, დასაბუთებულია, რომ 2024 წლის 17 ივნისს ლვოვის რაიონულმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ძალაში დატოვა დროგობიჩის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილება მის ტერიტორიაზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობის აკრძალვის შესახებ „ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“. ამის შესახებ უკს-ის ანგარიშში ნათქვამია: „სასამართლომ დაადგინა, რომ უმე-ის ადგილობრივმა რელიგიურმა თემმა ვერ დაამტკიცა თავისი უფლებების დარღვევა, თუმცა თვითონაც საკმარისად ვერ ახსნა, თუ რატომ უნდა ჩათვლილიყო მისი აკრძალვა აუცილებელ და პროპორციულ ზომად საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან წესრიგის დაცვის საქმეში, როგორც ამას მოითხოვს საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“.

უფრო მეტიც, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის სამმართველოსთვის ცნობილია სულ მცირე შვიდი მსგავსი გადაწყვეტილების თაობაზე, დაწყებული 2022 წლის თებერვლიდან. მათგან ხუთი უკვე საბოლოო განაჩენია და შემდგომ გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

ნახსენებია, ასევე, ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანთან დაკავშირებული ვითარება; მის მიმართაც, 18 ივნისს, ვინიცის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქცვედა ინსტანციის განაჩენი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია.

როგორც ადრე გავრცელდა ინფორმაცია, უკრაინის სასამართლომ 75 წლის მძიმე ავადმყოფი ეპისკოპოსის, მართლმადიდებლურ სამყაროში საყოველთაოდ ცნობილი საეკლესიო კომპოზიტორის წინააღმდეგ აბსურდულ ბრალდებებზე განაჩენი გამოიტანა. 2024 წლის 19 მარტს ცნობილი გახდა, რომ მიტროპოლიტ იონათანს ინსულტი დაემართა და მკურნალობას საჭიროებდა. 22 ივნისს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქ კირილეს თხოვნით, პატიმრების გაცვლის ფარგლებში მოლაპარაკებების შედეგად, ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გათავისუფლებულ იქნა.

„ამ და კიდევ სხვა შემთხვევაში, რომელიც დოკუმენტირებულია უმაღლესი კომისრის ანგარიშში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები იტყობინებოდნენ ზეწოლის შესახებ დანაშაულის აღიარებისა და რუსეთის ფედერაციასთან გაცვლაზე დათანხმების მიზნით”, – ნათქვამია მოხსენებაში.

ასევე საყოველთაოდ ცნობილია მიძინების სვიატოგორსკის ლავრის წინამძღვრის, სვიატოგორსკის მიტროპოლიტ არსენის დევნის შესახებ, რომელიც 24 აპრილს დააკავეს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა და მას შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება გირაოს უფლების გარეშე. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებისა და რიგი რელიგიური მოღვაწეების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისადმი მიმართვაში, ხაზგასმით აღნიშნა: „მიტროპოლიტ არსენის მრავალდღიანი დაპატიმრება ხელოვნური, გამოგონილი მიზეზებით, არის კიდევ ერთი მორიგი შემთხვევა სხვა სადამსჯელო ზომებს შორის, რომლებიც მიმართულია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საჯარო გამომსვლელთა და მისი საინფორმაციო რესურსების წინააღმდეგ“.

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის სამმართველოს ანგარიშში მოხსენიებულია, ასევე, 2024 წლის 20 აგვისტოს უკრაინის უმაღლესი რადას მიერ მიღებულია კანონი „რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის სფეროში კონსტიტუციური წესრიგის დაცვის შესახებ“. როგორც უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ აღნიშნა, ამ საკანონმდებლო აქტის რეალური მიზანი „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საკანონმდებლო დონეზე აკრძალვაა“.

„კანონი შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან მისი შესაბამისობის კუთხით. კერძოდ, ეროვნული უსაფრთხოება მას მიაჩნია რელიგიის ან რწმენის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლად. თუმცა, არც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი და არც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არ შეიცავს ამგვარი შეზღუდვის დასაშვებ საფუძვლებს შორის  „ეროვნულ უსაფრთხოებას“, – განაცხადეს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის სამმართველოში.

გაზიარება:
შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით

21.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

20.04.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

19.04.2025

პატრიარქმა კირილემ მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, ქრისტიან ლიდერებს, სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეთაურებს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის აკრძალვას

11.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

სსკგ-ისს თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

21.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვა გაუგზავნა

20.04.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

17.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب