მოსკოვის საპატრიარქო
აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის მრევლმა კონფლიქტის ზონაში დაზარალებულებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 03.10.2024. 2 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა საქველმოქმედო სინოდალური განყოფილების პასუხისმგებელი მდივნის, იღუმენ სერაფიმესა (კრავჩენკო) და რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს, მოსკოვის დედა-მარიამის ეკლესიის წინამძღვარს, ქორეპისკოპოს სამანო ოდიშოს შორის.
დედა-მარიამის ტაძარში გამართულ შეხვედრაზე აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელმა კონფლიქტის ზონაში დაზარალებულებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა: საბნები, ბალიშები, თეთრეული და ზამთრის ტანსაცმელი. ჰუმანიტარული ტვირთის გადაცემაში, რომლის წონაც დაახლოებით 300 კილოგრამია, მონაწილეობა მიიღო ტაძრის მრევლმა. დახმარებისთვის შემოწირულობა ასურეთის სამრევლოს წევრებმა გაიღეს.
საქველმოქმედო სინოდალური განყოფილების პრეს-სამსახურის ცნობით, ტვირთი განაწილდება კურსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში და ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებში.
შეხვედრის პროცესში იღუმენმა სერაფიმემ აღნიშნა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხაზით განაწილებული მთელი ჰუმანიტარული დახმარება მისამართეობრივად არის გაწერილი განურჩევლად ასაკისა, სქესისა, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებებისა: მთავარი კრიტერიუმია, დახმარების ხელი გავუწოდოთ, ვისაც ეს სჭირდება.
ქორეპისკოპოსმა სამანო ოდიშომ ისაუბრა მისი ხელმძღვანელობით სამრევლოს სოციალურ მუშაობაზე და კონფლიქტის ზონაში დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების გარძელების განზრახვაზე.
***
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია შეიარაღებული კონფლიქტის პირველივე დღეებიდან ეხმარება დაზარალებულებს. რუსეთში ეკლესიამ შეაგროვა, შეიძინა და ლტოლვილებსა და დაზარალებულ მშვიდობიან მოქალაქეებს გადასცა 3820 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება. 2500-ზე მეტი მოხალისე გაემგზავრა ომის ზონაში საავადმყოფოს პაციენტების მოსავლელად და დაზარალებულთათვის სოციალური დახმარების გასაწევად. საეკლესიო დახმარების ცენტრები მოეწყო კურსკში, ბელგოროდში, დონეცკში, მარიუპოლში და სხვა ქალაქებში, სადაც უკვე 260 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო დახმარება.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის, კირილეს ლოცვა-კურთხევით, საქველმოქმედო სინოდალური განყოფილება და კურსკის ეპარქია აწყობენ კურსკის რეგიონში დაბომბვის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას. ეკლესია კურსკში ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის. საქველმოქმედო სინოდალური განყოფილების ცხელი ხაზი 8-800-70-70-222 მუშაობს ინტენსიურ რეჟიმში – ყოველდღიურად იღებს ათობით თხოვნას დახმარებისთვის. მოეწყო ეკლესიის დროებითი განთავსების ცენტრები. 16 აგვისტოს კურსკში კომპლექსური სოციალური დახმარების ცენტრის გახსნა შედგა. ამ დროის განმავლობაში ცენტრს დახმარებისთვის 38 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა. სინოდალური საქველმოქმედო განყოფილების მოხალისეები ეხმარებიან ხანდაზმულებსა და ინვალიდებს დროებითი განთავსების პუნქტებში და დაჭრილებს – კურსკის ოლქის ჰოსპიტალში.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024