მოსკოვის საპატრიარქო
იერუსალიმის საპატრიარქომ უკრაინის უმაღლეს რადას მოუწოდა, გააუქმოს ანტიეკლესიური კანონი
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 03.09.2024. 2024 წლის 3 სექტემბერს გამოქვეყნდა იერუსალიმის საპატრიარქოს განცხადება რელიგიის თავისუფლების შესახებ უკრაინაში ახლახან მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია:
მიუხედავად იმისა, რომ ბევრნი ვართ, ჩვენ ერთ სხეულს შევადგენთ. წმინდა პავლეს სიტყვები, კორინთელთა მიმართ მის პირველ ეპისტოლეში, მარტივია, მაგრამ პირდაპირი შეხსენებაა ეკლესიის წმინდა მოწოდებისა ერთობისაკენ. სწორედ ამ სულისკვეთებით, იერუსალიმის საპატრიარქო მრავალ პატრიარქთან და ეკლესიების სხვა წინამძღვრებთან ერთად, გმობს 20 აგვისტოს უკრაინის უმაღლესი რადას მიერ ახალი კანონის მიღებას, რომელიც გულისხმობს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებში ღვთისმსახურების აკრძალვას. უამრავი მორწმუნე მამაკაცისა და დედაკაცის ასეთი კოლექტიური დასჯა არ უწყობს ხელს ერთობას და არ ეხმარება მშვიდობის დამყარებას. არანაირი გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს რელიგიური რწმენისა და პრაქტიკის იარაღად გადაქცევას, და ჩვენ ყველამ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ლოცვის მსურველებმა ისე შეძლონ ლოცვა, როგორც მათ საკუთარი სინდისი კარნახობს. ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის უმაღლეს რადას, გადახედოს და გააუქმოს ეს კანონი უკრაინაში ყველა მორწმუნის სასიკეთოდ.
გული ტკივილისგან გვისკდება მათ გამო, ვინც დაზარალდა, იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი და ვინც სიცოცხლე დაკარგა მიმდინარე ომში, მაგრამ ამ ტკივილმა არ უნდა გამოიწვიოს მორწმუნეებს შორის ახალი განხეთქილება ან სისხლისსამართლებრივი დევნა უდანაშაულო ადამიანებისა მათი სარწმუნოებრივი აღმსარებლობის მიზეზით. როგორც კონფლიქტის დაწყებიდან არაერთხელ აღვნიშნეთ, იერუსალიმის საპატრიარქო აღიარებს იმ გამოწვევებისა და ღრმა განხეთქილების რეალურ არსებობას, რაც ამ კონფლიქტმა წარმოაჩინა, და მხარს უჭერს დიალოგისა და შერიგების სულიერ მისიას ძმური სულისკვეთების შემცველი მსჯელობის გზით. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის მეომარ მხარეებს შორის მყარი მშვიდობისა და ეკლესიაში ჭეშმარიტი ერთობის ერთადერთი გზა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუწვდით ძმობის ხელს ქრისტიანებს მთელს მართლმადიდებელ ეკლესიაში, რათა ბოლო მოეღოს ტანჯვას და ხელი შეეწყოს განკურნებასა და ერთობას ჩვენს საყვარელ მართლმადიდებელ ეკლესიაში.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024