მთავარი გვერდი ახალი ამბები
სებასტიის მთავარეპისკოპოსი თეოდოსი: „მოვითხოვთ, დაუყონე…

სებასტიის მთავარეპისკოპოსი თეოდოსი: „მოვითხოვთ, დაუყონებლივ შეწყდეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნა“


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 17.08.2024. იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა, სებასტიის მთავარეპისკოპოსმა თეოდოსიმ 2024 წლის 16 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულისწინა მარხვაში ჩვენ მხურვალე ლოცვებს აღვავლენთ ღაზაში ომის დასრულებისა და ჭეშმარიტი მშვიდობის დამყარებისთვის მთელს მსოფლიოში. ჩვენ ასევე ვლოცულობთ უკრაინისთვის, მისი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ ძალიან დამწუხრებულნი ვართ იმის გამო, რომ არ წყდება უპრეცედენტო დევნა უკრაინაში კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრე მეთაურობს. კიევის ხელისუფლება ეკლესიას ისე დევნის, თითქოს მისი მიზანი ამ უძველესი, ისტორიით მდიდარი ეკლესიის სრული განადგურება იყოს, რომელსაც დასაბამი უკრაინაში ქრისტიანობის ჩასახვასთან ერთად დაედო.

უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ამ საშინელი ქმედებების თანამზრახველები და შეთქმულები არიან დასავლური პოლიტიკური ძალები, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ იმისათვის, რომ გაანადგურონ, დაასრულონ მისი არსებობა და მოუძებნონ მას ალტერნატივა. დიდად სამწუხაროა, რომ ყოველივე ეს ხდება ცნობილ ეკლესიურ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

სამწუხარო და დასანანია, რომ ამ დევნას თან ახლავს ტაძრების ნგრევა და ძარცვა, შემოწირულობების მითვისება, ეპისკოპოსებისა და მღვდლების დაპატიმრება, მათი და იმ მორწმუნეების დევნა, რომლებსაც არ სურთ ეკლესიური კუთვნილობის შეცვლა. სამწუხაროდ, დღეს ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდება და მთელი მსოფლიო უყურებს, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს.

სად არის ამ მძიმე დევნილობის ჟამს ყველა ქრისტიანული ეკლესია, და რატომ ვხედავთ ჩუმ გულგრილობას ამ უსამართლო ქმედებების წინაშე?

სად არის მსოფლიოს უფლებადამცველი ორგანიზაციები და ინსტიტუციები? ვინც აცხადებს, რომ ზრუნავს დემოკრატიაზე, ადამიანის თავისუფლებასა და უფლებების დაცვაზე, და ცხოველთა უფლებების დაცვაზეც კი, მაგრამ უგულებელყოფს და თვალს ხუჭავს ამ უსამართლო ქმედებებზე და სასტიკ დევნაზე ძველი მართლმადიდებელი ეკლესიის დევნაზე, რომელიც არის უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესია.

გვინდა შევახსენოთ მსოფლიოს ყველა ქრისტიანულ ეკლესიას, განსაკუთრებით მართლმადიდებელ ეკლესიებს, მათი სულიერი, რელიგიური, ეკლესიური და მორალური მოვალეობა: დაგმონ და შეეწინააღმდეგონ ამ დევნას და მოითხოვონ მისი დაუყოვნებლივი შეწყვეტა. ჩვენ მოვითხოვთ სწრაფ და კონკრეტულ ქმედებებს უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ დევნის შეწყვეტის მიმართულებით.

როგორც წმინდა მოციქული პავლე ამბობს, თუ ერთ ასოს ევნო რაიმე, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ივნება (1 კორ. 12:26); და დღეს, როდესაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არის ჯვარცმული, ტანჯული და დევნილი ეკლესია, თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა მხარი დავუჭიროთ და დავიცვათ ის იქამდე, ვიდრე არ შეწყდება მასთან მიმართებით ეს სისტემატური და უსამართლო ქმედებები.

მიძინების მარხვის პერიოდში ჩვენ მხურვალედ ვლოცულობთ გეთსიმანიის ტაძარში ზეციური დედოფლის ცარიელი საფლავის წინ; ვითხოვთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შემწეობას, ლოცვასა და კურთხევას უკრაინაში დევნილი წამებული-ეკლესიის დასაცავად, რათა უფალმა ღმერთმა ამ ბოროტმოქმედების ყველა მონაწილეს სინდისი გაუნათლოს და მიღებულ იქნას ზომები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ უსამართლო და საშინელი დევნის შესაჩერებლად“.

გაზიარება:
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სააღდგომო მიღებაში

20.05.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის ოლქში ეკლესიაზე განხორციელებული შეტევა თავდამსხმელებში ქრისტიანული რწმენის არარსებობას ამტკიცებს

07.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით

21.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

20.04.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

19.04.2025

პატრიარქმა კირილემ მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, ქრისტიან ლიდერებს, სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეთაურებს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის აკრძალვას

11.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სააღდგომო მიღებაში

20.05.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

სსკგ-ისს თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

21.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვა გაუგზავნა

20.04.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

17.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب