მთავარი გვერდი ახალი ამბები
წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრი…

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 18.07.2024. 2024 წლის 18 ივლისს, რადონეჟის წინამძღვრის, ღირსი სერგის (1422) წმინდა ნეშტის მოპოვების დღესასწაულზე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრის საკათედრო ტაძრის მოედანზე, – იუწყება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური.

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ჩატარდა ღირსი სერგი რადონეჟელის განდიდებული ხატის წინ. სადღესასწაულო ღამისთევისა და საღმრთო ლიტურგიის აღსასრულებლად საკათედრო ტაძრისწინა მოედანზე აიგო ბაქანი, ხოლო ლავრის მიძინების ტაძრის წინ – ტრაპეზი საფარველქვეშ.

ლიტურგიაზე მის უწმინდესობას თანამწირველობას უწევდნენ: ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტი ბიკენტი, ცენტრალური აზიის სამიტროპოლიტო ოლქის მეთაური; სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანოფი; კრუტიცკისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე, მოსკოვის სამიტროპოლიტოს საპატრიარქო ვიკარი; მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი ბენიამინი, სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი; ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი გრიგოლი, მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პირველი ვიკარი ქალაქ მოსკოვში; ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი, საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე; ნარო-ფომინის მიტროპოლიტი ნიკანდრე, მოსკოვის საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური ადმინისტრაციის თავმჯდომარე; სამარისა და ნოვო-კუიბიშევსკის მიტროპოლიტი სერგი; ყაზანისა და თათარსტანის მიტროპოლიტი კირილე; ივანოვო-ვოზნესენსკისა და ვიჩუგის მიტროპოლიტი იოსები; ბალტიისა და სვეტლოგორის მიტროპოლიტი სერაფიმე; კურგანისა და ბელოზერსკის მიტროპოლიტი დანიელი; კაშირის მიტროპოლიტი თეოგნოსტე; ტამბოვისა და რასკაზოვის მიტროპოლიტი თეოდოსი; ნიჟეგოროდისა და არზამის მიტროპოლიტი გიორგი; რიაზანისა და მიხაილოვსკის მიტროპოლიტი მარკოზი; ლუგანსკის და ალჩევსკის მიტროპოლიტი პანტელეიმონი; ორიოლისა და ბოლხოვის მიტროპოლიტი ტიხონი; სარანსკისა და მორდოვიის მიტროპოლიტი ზინობი; ხანტი-მანსიისა და სურგუთის მიტროპოლიტი პავლე; ვლადივოსტოკისა და პრიმორსკის მიტროპოლიტი ვლადიმერი; ასტრახანისა და კამიზიაკის მიტროპოლიტი ნიკონი; სმოლენსკისა და დოროგობუჟის მიტროპოლიტი ისიდორე; ვოლგოგრადისა და კამიშინის მიტროპოლიტი თეოდორე; ეკატერინოდარისა და ყუბანის მიტროპოლიტი ვასილი; სერგიევ-პოსადისა და დიმიტროვის ეპისკოპოსი კირილე, წმინდა სერგის სამების ლავრის წინამძღვარი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის რექტორი; რამენის ეპისკოპოსი ალექსი, უწმინდესი პატრიარქის კირილეს პირადი მდივანი; რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებული.

ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელთმთავრებმა და სასულიერო პირებმა: ფილიპოპოლის მიტროპოლიტმა ნიფონმა, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის წარმომადგენელმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან; რემეზიანის ეპისკოპოსმა სტეფანემ, სერბეთის პატრიარქის წარმომადგენელმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან; არქიმანდრიტმა სერაფიმემ (შემიატოვსკი), ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა მოსკოვის საპატრიარქო საყდართან; დეკანოზმა დანიელ ანდრეიუკმა, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა.

უწმინდეს მეუფეს ასევე თანამსახურებდნენ: არქიმანდრიტი მაკარი (ვერეტენიკოვი), ეკლესიის ისტორიის დოქტორი, ლავრის მკვიდრი; პროტოპრესვიტერი ვლადიმერ დივაკოვი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მდივანი ქ. მოსკოვში; არქიმანდრიტი იერემია (სოლოვიევი), ლავრის მკვიდრი; არქიმანდრიტი ავლიპი (კასტალსკი-ბოროზდინი), ლავრის მკვიდრი; იღუმენი დიონისე (შლიონოვი), მოსკოვის წმინდა ანდრიას სტავროპიგიალური მონასტრის წინამძღვარი; არქიმანდრიტი დიოდორე (დიდკოვსკი), ლავრის მკვიდრი; იღუმენი ილარიონი (გოიუკი), ლავრის მკვიდრი; წმინდა სერგის სამების ლავრისა და სავანის მეტოქიონთა სასულიერო ხარისხის სხვა მკვიდრნი; ქ. მოსკოვის სასულიერო პირები.

წირვას ესწრებოდნენ: რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის სახელმწიფო დუმის სამშენებლო და საბინაო-კომუნალური მომსახურების კომიტეტის თავმჯდომარე ს.ა. პახომოვი; მოსკოვის რეგიონის სერგიევ-პოსადის ურბანული ოლქის ხელმძღვანელი დ.ა. აკულოვი; ღია სააქციო საზოგადოება „რუსეთის რკინიგზის მაგისტრალი“-ს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ვ.ვ. მიხაილოვი; მოსკოვის რეგიონის ვიცე-გუბერნატორის მრჩეველი, საიუველირო და ხელოვნების სახელოსნო „მოციქული“-ს ხელმძღვანელი ი.ს. ხარკოვი; რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, რუსეთის გმირი, მფრინავი-კოსმონავტი ე.ო. სეროვა.

ასევე ესწრებოდნენ რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის (როსგვარდია) ფედერალური სამსახურის მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი ა.ა. სალნიკოვი; როსგვარდიის ოფიცრები.

როსგვარდიელებმა მონაწილეობა მიიღეს სერგიევ-პოსადში წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზებაში. მათ მოაწყვეს კარვების ბანაკი მომლოცველებისა და ვოლონტიორებისთვის, უზრუნველყვეს დასაკეცი საწოლები და საველე ქვეშაგები, გაშალეს კვების პუნქტი საველე სამზარეულოებში ცხელი კერძების მოსამზადებლად. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, მრავალათასიანი ჯვრით მსვლელობისას „ხელმწიფიდან ღირს მამამდე“, უზრუნველყოფდნენ არასაუწყებო დაცვის თანამშრომლები, სპეცრაზმი „პერესვეტი“ და როსგვარდიის ცენტრალური ოლქის დედაქალაქის შენაერთის სამხედრო მოსამსახურენი.

ღვთისმსახურების დროს ლოცულობდნენ სტავროპიგიალური მონასტრების იღუმენები, მონოზვნები, „ხელმწიფიდან ღირს მამამდე“ ჯვრით მსვლელობის მონაწილენი, მრავალრიცხოვანი მომლოცველები.

საღვთისმსახურო გალობები შეასრულა წმინდა სერგის სამების ლავრისა და მოსკოვის სასულიერო აკადემიის გაერთიანებულმა გუნდმა მღვდელმონოზონ ნესტორის (ვოლკოვი) ხელმძღვანელობით.

საპატრიარქო წირვა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ტელეარხებზე – „Союз“ და „Спас“, ასევე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ვებგვერდზე Патриархия.ru.

მრჩობლ კვერექსზე საგანგებო ვედრებები იქნა აღვლენილი; უწმიდესმა პატრიარქმა კირილემ წაიკითხა ლოცვა წმინდა რუსეთისთვის.

ზიარების წინ ქადაგება წარმოთქვა ლავრის მკვიდრმა, იღუმენმა ფილიპემ (ელშინი).

ლიტურგიის დასასრულს უწმინდესმა მეუფემ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა და დღესასწაულზე ლავრაში მისულმა მღვდელთმთავრებმა რუსეთის მიწის იღუმენს პარაკლისი აღუსრულეს.

პარაკლისის შემდეგ უწმინდეს პატრიარქს მისასალმებელი სიტყვით მიმართა მონასტრის წინამძღვარმა, სერგიევ-პოსადისა და დიმიტროვის ეპისკოპოსმა კირილემ.

ტაძრის მოედანზე სამწყსოს ბაქნიდან საწინამძღვრო სიტვით მიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა:

„ძვირფასო მეუფენო, მამებო, ძმებო და დებო!

ჩვენი ეკლესიისთვის – და, არ შემეშინდება ვთქვა, მთელი ჩვენი სამშობლოსთვის – ამ განსაკუთრებულ დღეს მინდა მოგესალმოთ ყველას წმინდა ღირსი სერგის ასკეტური ღვაწლის ადგილზე.

ღირსი სერგის მაგალითი მოწმობს ღვთის ძალას, რამეთუ ნათქვამია, ღმერთს თავისი ძალით „ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს“ (მთ. 3:9). მას შეუძლია თავმდაბალი ბერისგან უზარმაზარი ერის ლიდერი შექმნას – ადამიანი, რომელსაც შეეძლება, ხალხი საბრძოლველად აღძრას მისი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდში. და არა მხოლოდ აღძრას, არამედ ასევე დაარწმუნოს, რომ აუცილებლად ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს. ყველას კარგად ესმოდა: თუ ღირსი მამა საომრად მოგვიწოდებს, ცხადია არა დასაღუპავად, არამედ გადასარჩენად. და ეს რწმენა – ღირსი მამის სამომავლოთა ცოდნის ძალისა, მისი კეთილმსახურებისა, ცხოვრებისეული ღვაწლისა, – გახდა სიგნალი, რომელმაც ჭეშმარიტად აღაფრთოვანა და სიმამაცით განაწყო ჩვენი მეომრები კულიკოვოს ველზე საომრად, სადაც გამარჯვება იქნა მიღწეული. ღირსი სერგის ლოცვებით ჩვენმა ჯარმა შეძლო ქვეყნის დაცვა, შემდეგ კი მტრის საბოლოოდ განდევნა.

ხანდახან, ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის გასაანალიზებლად, საერო მეცნიერები იყენებენ, – რაც მათი თვალსაზრისით სრულიად სამართლიანია, – შესაძლებლობების შეფასებას. აი, ნახეთ, ჩვენს ჯარს მაშინ არ ჰქონდა მტრის დამარცხების არანაირი შესაძლებლობა. ამიტომ, ყველაზე კრიტიკული ისტორიკოსებიც კი უდიდეს პატივს მიაგებენ წმინდა სერგის და, რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარისკაცების გამბედაობასა და გმირობას, რომლებმაც რეალური გამარჯვება მოიპოვეს მტერზე. ეს ისტორია ამოწმებს, რომ ღმერთის ძალა ჩვენს უძლურებაში სრულ იქმნების (2 კორ. 12:9). მაგრამ რომელ უძლურებაზეა ლაპარაკი? თუ უძლურება მოდის ჩვენი სიზარმაციდან, ჩვენი სისუსტიდან, სწავლისა და ღვაწლისადმი ჩვენი გულგრილობიდან, მაშინ ასეთი უძლურება არათუ უსარგებლოა, არამედ ზიანის მომტანიც კი არის როგორც სიზარმაცით ავსებულისთვის, ისე მის გარშემო მყოფთათვისაც.

მაგრამ უფალი ყოველთვის ეხმარება მათ, ვინც თავის წილ გზას მიუყვება იმ შედეგთან შესახვედრად, რომლისთვისაც მას მოეკითხება. აი, ეს ყველა ჩვენგანმა კარგად უნდა შევიგონოთ: ღვთის მადლი ავტომატურად არ გვაქცევს აბრაამის შვილებად, ავტომატურად არ გვჩუქნის გამარჯვებას და ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს პასუხისმგებლობის ის წილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აკისრია ამა თუ იმ საქმეში. ეს ეხება არა მხოლოდ საბედისწერო ბრძოლებს ან მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს – ეს ეხება ჩვენი პირადი და პროფესიული საქმიანობის მრავალ ასპექტს, უფლისა და ეკლესიისადმი ჩვენს მსახურებას.

ასე რომ, ჩვენ ვსასოებთ ღვთის ნებას, ლოცვით ვიზიდავთ მის მადლს და პიროფლიანნი ვშრომობთ. შრომისკენ მოწოდება განსაკუთრებით ახლა მიმაჩნია ძალზედ აქტუალურად. ის, რაც მსოფლიოში ხდება, გვაშინებს. სახეზეა რეალური აპოსტასია – ღმერთის უარყოფა, ღვთაებრივი მცნებების უარყოფა. და არა მხოლოდ უარყოფა, – წარსულშიც უარყოფდნენ, მაგრამ მისგან განსხვავებით დღეს უკვე არსებობს სწრაფვა, ააშენონ მძლავრი ცივილიზაცია ღმერთის გარეშე და მისი განგებაზე ყოველგვარი იმედის გარეშე, მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობით. ძველი აღთქმიდან ვიცით, რომ ყველა ასეთი მცდელობა, ბაბილონის გოდოლის მშენებლობის ჩათვლით, პირწმინდად გაცამტვერდა. ზუსტად ასევე ეს მცდელობაც, შექმნან კეთილმოწყობილი, აყვავებული სამყარო წინასწარ მისგან ღმერთის განდევნით, დიდი უაზრობაა! და მე მიხარია, რომ ჩვენი ხალხის სულ უფრო და უფრო მეტ ნაწილს ესმის ეს. საკუთარი გამოცდილებით ადამიანები ძლიერდებიან რწმენაში, რადგან ბევრი ხვდება, რომ მართლაც, – როგორც რუსული ანდაზა ამბობს, – „без Бога – ни до порога“, ნამდვილად შეუძლებელია რამე სასარგებლო გააკეთო.

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: დაე, ღმერთმა ინებოს, მისი წყალობით დაგვეცვას ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი სუვერენიტეტი, მისი თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა, რაც თავისთავად ნიშნავს ჩვენი ქვეყნის როგორც სულიერ, ისე მატერიალურ კეთილდღეობას. ეს უნდა იყოს დღეს ჩვენი ლოცვის საგანი. ძვირფასო მეუფენო, საბედისწერო ჟამს განგვიჩინა უფალმა ჩვენ სამღვდელთმთავრო მსახურება. ძვირფასო მამებო, თქვენც შეგახსენებთ ამის შესახებ, რათა თითოეულმა თქვენგანმა კადნიერად და ძალ-ღონის დაუზოგავად ატაროს თავისი სამწყსო მსახურების მძიმე, მაგრამ საპატიო ჯვარი. მოგმართავთ ასევე მრევლს, ჩვენს ხალხს, და მოგიწოდებთ, რომ შეინარჩუნოთ მართლმადიდებლური სარწმუნოება, ეცადოთ მოაწყოთ თქვენი ცხოვრება – პირადი, ოჯახური, სოციალური, სახელმწიფო – საღვთო რჯულის შესაბამისად, რათა ყველაფერში, რასაც აკეთებთ, ღვთის შეწევნა იქონიოთ.

ჩვენი წმინდა ღირსი და ღმერთშემოსილი მამის, სერგის, რადონეჟელი იღუმენის, საკვირველთმოქმედის ლოცვებით, დაე უფალმა დაიცვას ჩვენი მიწა, ჩვენი ეკლესია, ჩვენი ხელისუფალნი, ჩვენი ხალხი ყოველგვარი ბოროტებისგან. ამინ".

შემდეგ უწმინდესი პატრიარქი კირილე გაემართა მონასტრის სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ემთხვია ღირსი სერგის პატიოსან ნეშტს და თაყვანი სცა წმინდა ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილ წმინდა სამების ხატს. უწმინდესმა მეუფემ თაყვანი სცა ასევე სერაპიონის პალატის სიწმინდეებს.

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი მოკლედ გაესაუბრა სერგიევ-პოსადში ამ დღეებში მიმდინარე საერთაშორისო კონგრესის – „მართლმადიდებელი ახალგაზრდობის თანამეგობრობა“ – მონაწილეებს. მართლმადიდებელმა ახალგაზრდებმა მის უწმინდესობას ხეზე ამოკვეთილი ღვთისმშობლის კურსკის ფესვის ხატი [„ზეციური ნიშანი“] მიართვეს.

ლავრის საპატრიარქო პალატის სატახტო დარბაზში უწმინდესმა პატრიარქმა საეკლესიო ჯილდოები გადასცა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსებსა და კლირიკოსებს, რომლებიც მიმდინარე წელს სამახსოვრო თარიღებს აღნიშნავენ.

ტრადიციის თანახმად, ღირსი სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს სადღესასწაულო სამღვდელთმთავრო წირვა-ლოცვა ასევე აღესრულებოდა მოსკოვის სასულიერო სასწავლებლებისა და წმინდა სერგის სამების ლავრის ტაძრებში.

პოკროვის აკადემიურ ტაძარში საღმრთო ლიტურგიას წარუძღვა ტობოლსკისა და ტიუმენის მიტროპოლიტი დიმიტრი; ღირსი იოანე კლემაქსის ტაძარში – ტომსკისა და ასინოვსკის მიტროპოლიტი როსტისლავი.

გაზიარება:
შედგა სატელეფონო საუბარი მოსკოვის უწმიდეს პატრიარქ კირილესა და ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანეს შორის

12.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ თანაგრძნობა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს

12.12.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი მხურვალედ ლოცულობს ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქისთვის, მღვდელთმთავრებისთვის, მღვდლებისთვის და სამწყსოსთვის

12.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესზე

30.10.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

გაიმართა რუსეთის სულიერი კულტურის დღეების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა

02.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს შეხვდა

23.11.2024

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტ ა.ვუჩიჩთან

19.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

14.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საერთაშორისო კინოფესტივალის, „რუსული საზღვარგარეთი“, მონაწილეებს მიესალმა

08.11.2024

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიურ ლიდერთა სამიტში COP29

06.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب