მოსკოვის საპატრიარქო
უკრაინაში ხმელნიცკის ოლქის სოფელ პილიპიში უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტაძარი წაართვეს
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 17.07.2024. 2024 წლის 16 ივლისს, სოფელ პილიპიში (უკრაინის ხმელნიცკის ოლქი) ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა „მეუ“-ს მხარდამჭერებთან ერთად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი მიიტაცეს.
„ტაძრის უკანონო მისაკუთრება განხორციელდა კადნიერად და ძალის გამოყენებით პოლიციის თანდასწრებით, შესასვლელი კარის შეჭრით“ – იუწყება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხმელნიცკის ეპარქიის პრეს-სამსახური, და აღნიშნავს, რომ რეიდერული მიტაცების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შორის იყვნენ, ასევე, რაიონის საკრებულოს დეპუტატი და სოფლის გამგებელი.
პილიპის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი 1907 წელს აკურთხეს. ის ათეისტური დევნის წლებშიც მოქმედებდა და დახურული იყო მხოლოდ 1941-42 წლებში.
მიუხედავად ტაძრის წართმევისა, რელიგიური თემი მთელი შემადგენლობით თავის წინმაძღვართან, დეკანოზ ვალენტინ სავჩუკთან ერთად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში რჩება, რომელსაც უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრე მეთაურობს. თემის ლიტურგიკული ცხოვრება არ ჩერდება – უკვე კვირას, 2024 წლის 21 ივლისს, საღმრთო ლიტურგია აღსრულდება წართმეული ტაძრის გვერდით ამისათვის საგანგებოდ შერჩეულ შენობაში.
როგორც მჟკ იტყობინება, 2024 წლის მაისში „მეუ“-ს მხარდამჭერებმა წინასწარ განაცხადეს, რომ განზრახული ჰქონდათ ტაძრების მიტაცება ქალაქ კრასილოვსა და სოფელ პილიპიში. თუმცა, მაშინ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიურმა თემმა მოახერხა თავისი სიწმინდის დაცვა.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
07.01.2025
26.12.2024
03.12.2024
07.01.2025
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024