მთავარი გვერდი ახალი ამბები
ძალაში დარჩა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ტულჩი…

ძალაში დარჩა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 18.06.2024. 2024 წლის 18 ივნისს ვინიცის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გასული წლის აგვისტოში მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქს, ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს მიესაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით. ამის შესახებ იუწყება მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი გამოცემა Вінниця.info-ზე დაყრდნობით.

აბსურდული ბრალდებებით გამოტანილ იქნა განაჩენი უკრაინის სასამართლოს მიერ 75 წლის მძიმედ დაავადებული მღვდელთმთავრის, მართლმადიდებლურ სამყაროში საყოველთაოდ ცნობილი საეკლესიო კომპოზიტორის მიმართ. როგორც მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, პროკურორი მეუფე იონათანისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. ადვოკატების თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები გაყალბებული აღმოჩნდა, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იერარქის უდანაშაულობის იურიდიული და ფაქტობრივი მტკიცებულებები ბრალდების მხარემ უგულებელყო. მიტროპოლიტმა იონათანმა დანაშაული არ აღიარა და გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.

აპელაციის განხილვამდე მეუფე იონათანი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. 2024 წლის 19 მარტს ცნობილი გახდა, რომ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს ინსულტი დაემართა და მკურნალობას გადიოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების სრული ტექსტი 21 ივნისს გაჟღერდება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან, ხოლო მისი გასაჩივრება საკასაციო სასამართლოში სამი თვის ვადაშია შესაძლებელი.

***

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ განცხადება გააკეთა უკრაინის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2023 წლის 7 აგვისტოს ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით. „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ სიძულვილით ნაკარნახევ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაში ჩვენ ვხედავთ რელიგიური თავისუფლების აღმაშფოთებელი დარღვევის მორიგ აქტს, რწმენის გამო დევნის მაგალითს“, – განაცხად მისმა უწმინდესობამ და აღნიშნა, რომ იერარქის წინააღმდეგ „წაყენებული ბრალდება აბსოლუტურად უსუსურია, ხოლო ეგრეთ წოდებული მტკიცებულებები ფალსიფიცირებულია“.

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ არაერთხელ მიმართა რელიგიურ ლიდერებს, საერთაშორისო და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების, სამღვდელოების, სამონაზვნო დასისა და ერისკაცების დევნის უხეშ შემთხვევებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მორწმუნეებთან მიმართებით უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების ქმედებებმა „რელიგიური დევნის ღია ხასიათი“ შეიძინა.

მისმა უწმინდესობამ გაძლიერებული ლოცვის კურთხევა გასცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებისა და კლირიკოსებისთვის, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან, ასევე ყველა მორწმუნისთვის, ვინც იბრძვის საეკლესიო ერთობის შესანარჩუნებლად და, გამოდის რა მის დასაცავად, აღასრულებს აღმსარებლობის ღვაწლს.

გაზიარება:
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის ოლქში ეკლესიაზე განხორციელებული შეტევა თავდამსხმელებში ქრისტიანული რწმენის არარსებობას ამტკიცებს

07.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით

21.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

20.04.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

19.04.2025

პატრიარქმა კირილემ მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, ქრისტიან ლიდერებს, სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეთაურებს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის აკრძალვას

11.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

სსკგ-ისს თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

21.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვა გაუგზავნა

20.04.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

17.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب