მოსკოვის საპატრიარქო
სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 30.05.2024. 30 მაისს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის მონაწილეებმა მოისმინეს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მოხსენება ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების წარმომადგენლების თანამსახურების შესახებ უკრაინის სქიზმატურ თემებთან (ჟურნალი No 60), – იუწყება Патриархия.ru.
2024 წლის 19 მაისს სტამბოლში, ვალუკლის მონასტერში, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა ლიტურგია აღავლინა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სქიზმატური სტრუქტურის წარმომადგენლებმა. თანამწირველთა შორის იყვნენ ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები: პლოვდივის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, სტაროზაგორსკის მიტროპოლიტი კვიპრიანე, დოროსტოლის მიტროპოლიტი იაკობი, ველიჩის ეპისკოპოსი სიონისი და სმოლიანსკის ეპისკოპოსი ბესარიონი.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ღრმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებმა – პლოვდივის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, სტაროზაგორსის მიტროპოლიტმა კვიპრიანემ, დოროსტოლის მიტროპოლიტმა იაკობმა, ველჩის ეპისკოპოსმა სიონისმა და სმოლიანსკის ეპისკოპოსმა ბესარიონმა ღვთისმსახურება აღასრულეს უკრაინის ერთ-ერთი სქიზმატური ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, რითაც სერიოზული ზიანი მიაყენეს რუსეთისა და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიების ურთიერთობას.
კრების მონაწილეების დასკვნით, შეუძლებელია სქიზმატიკოსებთან საეკლესიო ზიარებაში შესულ ხსენებულ იერარქებთან შემდგომი თანამსახურება.
წუხილით აღინიშნა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აგრძელებს მართლმადიდებლობაში განხეთქილების გაღრმავებისკენ მიმართულ ქმედებებს.
პატრიარქი
08.11.2024
06.11.2024