მოსკოვის საპატრიარქო
მელბურნის ყოვლადწმიდა სამების სამრევლოს მრევლმა თაყვანი სცა ჰავაის ივერიის ღვთისმშობლის ხატს
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 28.05.2024. 2024 წლის 17-27 მაისს, ავსტრალიის მართლმადიდებელი სამრევლოები მიეგებნენ ჰავაის მირონმდინარე ივერიის ღვთისმშობლის ხატს, რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის მიერ განდიდებულ სიწმინდეს. ავსტრალიაში სიწმინდე მოაბრძანეს სიდნეისა და ავსტრალია-ახალი ზელანდიის ეპისკოპოს გიორგის ლოცვა-კურთხევით. ხატის მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობის მარშრუტი, რუსული სამრევლოების გარდა, მოიცავდა ასევე სერბეთისა და მაკედონიის მართლმადიდებელ ტაძრებს.
25 მაისს მოსკოვის საპატრიარქოს ყოვლადწმიდა სამების სამრევლოში, მელბურნში, მირონმდინარე ღვთისმშობლის ხატის წინაშე სამრევლოს სამღვდელოების მიერ აღესრულა ღვთისმშობლის აკათისტოს მსახურება. ეკლესიის ათეულობით წევრს საშუალება მიეცა, ელოცა მობრძანებული სიწმინდის წინაშე და მთხვეოდა მას.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024