მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 05.05.2024. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მიულოცა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც 2024 წელს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს 5 მაისს აღნიშნავენ. მისალოცი წერილების ადრესატთა შორის არიან: კოპტური ეკლესიის უწმინდესი პატრიარქი თავადროს II; სირიის ორთოდოქსალური ეკლესიის მეთაური, უწმინდესი პატრიარქი მარ ეგნატე ეფრემ II; ეთიოპიის უწმინდესი პატრიარქი აბუნა მათე.
თავის სააღდგომო მილოცვაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა აღნიშნა: „ამ საზეიმო დღეებში მორწმუნენი ადიდებენ საფლავიდან აღმდგარ უფალს, რომელიც ამქვეყნად იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს, და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსახსნელად (მარკ. 10:45). ჯვარზე თავისი ნებაყოფლობითი ვნებითა და სამი დღის შემდეგ აღდგომით, ქრისტე თითოეულ ჩვენგანს გვიჩვენებს სამსხვერპლო სიყვარულის უდიდეს მაგალითს“.
მისი უწმინდესობა დარწმუნებულია: აღვუვლენთ რა ქებას ჩვენი ხსნის განმგებელს, რომელმაც ცოდვისა და სიკვდილის საკვრელები შემუსრა, ჩვენ მოწოდებულნი ვართ შევიტანოთ სახარების შუქი მსოფლიოში და ვიზრუნოთ ადამიანთა ცხოვრებაში მაღალი ზნეობრივი იდეალების დამკვიდრებაზე.
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს მტკიცე ჯანმრთელობა, სულიერი სიმხნევე და აღდგომის სიხარული, ღვთის შემწეობა და წარმატებები უსურვა მათ მსახურებაში.
პატრიარქი
08.11.2024
06.11.2024