მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარემ სააღდგომო მილოცვა გაუგზვნა ძველი აღმოსავლური ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს აღნიშნავენ
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 05.05.2024. მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ძველი აღმოსავლური ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას წელს 5 მაისს აღნიშნავენ, მისალოცი წერილებით მიმართა. მიტროპოლიტმა ანტონიმ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, კერძოდ, კოპტური ეკლესიის უწმინდეს პატრიარქ თავადროს II-ს; სირიის ორთოდოქსალური ეკლესიის მეთაურს, უწმინდეს პატრიარქ მარ ეგნატე ეფრემ II-ს; ეთიოპიის უწმინდეს პატრიარქ აბუნა მათეს.
მიმართა რა მაღალ ადრესატებს სააღდგომო მისალმებით „ქრისტე აღდგა!“, სსკგ-ის თავმჯდომარემ აღნიშნა: „დღეს ეკლესია იხსენებს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, რომლითაც ხსნის გზა ღიაა ყოველი მორწმუნესთვის. აღდგომის დღესასწაული კვლავ გვახსენებს წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებს: იარეთ სიყვარულით, როგორც შეგვიყვარა ქრისტემ და ჩვენი გულისთვის შესაწირავად და კეთილსურნელოვან მსხვერპლად მისცა თავისი თავი ღმერთს (ეფ. 5:2)“.
„ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეებში გულმოდგინედ ვევედროთ უფალს, რომ მოგვანიჭოს რწმენა და სასოება (1 პეტ. 1:21) და ერთმანეთის სიყვარული, რათა სიხარულითა და მხიარულებით ვადიდებდეთ მის წმიდა სახელს და მსოფლიოს ვუცხადებდეთ კეთილ ცნობას ცოდვების მიტევებისა და მარადიული ცხოვრებლის შესახებ“, – ნათქვამია მილოცვაში.
დასასრულს ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ძველი აღმოსავლური ეკლესიების წინამძღვრებს უსურვა სულიერი და ხორციელი სიჯანსაღე, აღდგომის სიხარული, ძალთა სიმტკიცე და ღვთის შეწევნა მათ მაღალ მსახურებაში.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024