მთავარი გვერდი ახალი ამბები
უწმინდესი პატრიარქი კირილე მიმართვით გამოვიდა უკრაინის …

უწმინდესი პატრიარქი კირილე მიმართვით გამოვიდა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე ზეწოლის აღმაშფოთებელ შემთხვევებთან დაკავშირებით


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 27.04.2024. უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე, მის ეპისკოპატზე, სასულიერო პირებზე, თემებსა და მონასტრებზე ზეწოლის ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით, 2024 წლის 27 აპრილს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წერილები გაუგზავნა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს და რიგ რელიგიურ მოღვაწეს; მიმართა, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

თავის გზავნილებში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, კერძოდ, განაცხადა, რომ 24 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა ჩხრეკა სვიატოგორსკის ლავრაში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ უმსხვილეს მონასტერში, რომელიც ცნობილია მთელს უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ. მონასტრის წინამძღვარს, სვიატოგორსკის მიტროპოლიტ არსენის, პოლიტიკური ბრალდება წაუყენეს. სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველია მისი სიტყვა ტაძარში, რომელშიც მან, თითქოსდა, საჯაროდ გაამჟღავნა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ადგილმდებარეობის შესახებ. თავად მიტროპოლიტი არსენი ჩხრეკისას დააკავეს, ხოლო 25 აპრილს სასამართლომ 60 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა გირაოს უფლების გარეშე.

„სიტყვაში, რომელშიც ბრალდებულია მიტროპოლიტი არსენი, მან მორწმუნეებს აცნობა, რომ საეკლესიო დღესასწაულის წინა დღეს, 2023 წლის 23 სექტემბერს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ბლოკპოსტები მოაწყეს მონასტრის გზაზე და ასობით მორწმუნეს საბუთების ტოტალური შემოწმება ჩაუტარეს, – განაცხადა პატრიარქმა კირილემ. – ამავდროულად, უუს-ისა და ადგილობრივი გასამხედროებული ქვედანაყოფების თანამშრომლები უკანონოდ აგროვებდნენ მომლოცველთა პერსონალურ მონაცემებს, იწერდნენ მათი ტელეფონის ნომრებს და ელექტრონული ფოსტის მისამართებს, ასევე თითოეული მათგანს ფოტოს უღებდნენ. თავის გამოსვლაში მიტროპოლიტმა არსენიმ ხაზი გაუსვა ამ შემოწმებების დისკრიმინაციულ ხასიათს და აღნიშნა, რომ რომ უკრაინაში სხვა რელიგიური კონფესიების მასობრივი მომლოცველობა უკრაინის სპეცსამსახურების მხრიდან დაბრკოლებების გარეშე ხდებოდა. ბლოკპოსტების საჯაროდ ხსენებას ზიანი არ მიუყენებია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, ხოლო გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზით – მორწმუნეებს ამით ღვთისმსახურებაზე დასასწრებად დაბრკოლება შეექმნათ“.

უწმინდესმა პატრიარქმა ხაზგასმით აღნიშნა: „მიტროპოლიტ არსენის მრავალდღიანი დაკავება ხელოვნური, მოგონილი მიზეზით წარმოადგენს მორიგ სადამსჯელო ღონისძიებას, რომელიც მიმართულია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საჯარო გამომსვლელთა და მათი საინფორმაციო რესურსების წინააღმდეგ“.

ამასთან დაკავშირებით, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ გაიხსენა, რომ მანამდე, მიმდინარე წლის 13 მარტს, უუს-მა გამოაცხადა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა რელიგიური საინფორმაციო რესურსის, „მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის“, 14 თანამშრომლის წინააღმდეგ, მათ ბრალდებად წაუყენეს „სახელმწიფოს ღალატი“, „მტერთან თანამშრომლობა“ და სხვა დანაშაულებები.

„დევნის საფუძველი გახდა ჟურნალისტური საქმიანობა, ანუ პუბლიკაციები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევის შესახებ. ეს დარღვევები დაფიქსირებულია, კერძოდ, უკრაინაში ადამიანის უფლებების განხორციელების შესახებ ანგარიშში, რომელიც 2023 წლის 4 ოქტომბერს გამოქვეყნდა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ბიუროს მიერ, ასევე ამ ბიუროსა და სხვა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების სხვადასხვა დოკუმენტში“, – აღნიშნა უწმინდესმა მეუფემ.

ეჭვმიტანილი ჟურნალისტებიდან ოთხი პირი, მათ შორის ერთი მღვდელი, დაკავებულია და პატიმრობაში იმყოფება; მათ მრავალწლიანი ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

როგორც უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ აღნიშნა, მიმდინარე წლის აპრილში უკრაინის ხელისუფლებამ, ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე, დაბლოკა რიგი მართლმადიდებლური საინფორმაციო ინტერნეტ რესურსი, რომლებიც აშუქებდნენ ხელისუფლების რელიგიურ პოლიტიკას, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობას და მორწმუნეთა უფლებების დარღვევის ფაქტებს.

12 აპრილს კი უუს-მა ჩაატარა ჩხრეკა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილის საცხოვრებელი ბინაში. მას ბრალად წაუყენეს თავისი საჯარო გამოსვლები და ის, რომ უუს-ის პრეს-სამსახურის თანახმად, „იგი ცდილობდა უკრაინის დისკრედიტაციას საერთაშორისო ასპარეზზე". „ხაზს ვუსვამ, რომ ბრალდება წაუყენეს ორი დღის შემდეგ, რაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღნიშნულმა წარმომადგენელმა კიევში ჩასულ ევროპული ეკლესიების კონფერენციის დელეგაციას აცნობა უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების დარღვევის ფაქტები, კერძოდ, წარმოაჩინა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საკანონმდებლო აკრძალვის საფრთხე“,– განაცხადა პატრიარქმა.

მან აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ უკრაინის პარლამენტში მიმდინარეობს მინისტრთა კაბინეტის №8371 კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებისათვის მზადება. აღნიშნული კანონპროექტის სათაურია „უკრაინის ზოგიერთ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ უკრაინაში რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით“. 2023 წლის 19 ოქტომბერს უწმინდესი პატრიარქი კირილე გამოვიდა მიმართვით დოკუმენტის პირველი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით. უწმინდესმა მაშინ ხაზგასმით აღნიშნა: „კანონპროექტის მიზანია ფაქტობრივი აკრძალვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა, ასევე მისი ტაძრებისა და ქონების კონფისკაციის პროცესის გამარტივება, რასაც არ მალავენ თავად კანონმდებლები საკუთარ საჯარო გამოსვლებში“. პარლამენტარების თქმით, კანონი შესაძლოა მიმდინარე წლის მაისში მეორე მოსმენით იქნეს მიღებული.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთა დევნა უკრაინაში „იძენს ტოტალური ანტირელიგიური ტერორის ხასიათს, რაც მოიცავს ტაძრებისა და მონასტრების დახურვას, სასულიერო პირებისა და ერისკაცების უკანონო დევნას, სასამართლოს გარეშე ანგარიშსწორებებს, ასევე იმ საინფორმაციო რესურსების დახურვას, რომლებიც აააშკარავებენ სიმართლეს დევნის შესახებ“, – აღნიშნა პატრიარქმა კირილემ.

მან მიუთითა, რომ „რეპრესია ხორციელდება მათ მიმართ, ვინც ცდილობს, დაამოწმოს რელიგიური თავისუფლების დარღვევის ფაქტები საერთაშორისო არენაზე, და ეს ემსახურება იმას, რომ ჩაახშონ ნებისმიერი საჯარო მოწმობა რელიგიური დევნის თაობაზე იმ დროისათვის, როდესაც უკრაინაში მოხდება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი ათასობით სამრევლოს აკრძალვა საკანონმდებლო დონეზე.

ამავე დროს გრძელდება სისხლის სამართლის ბრალდებების განხილვა კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვრის, ვიშგოროდისა და ჩერნობილის მიტროპოლიტ პავლეს მიმართ. ბრალდებულნი არიან, აგრეთვე, ზაპოროჟიესა და მელიტოპოლის მიტროპოლიტი ლუკა, ჩერკასისა და კანივის მიტროპოლიტი თეოდოსი, ბანჩენის მიტროპოლიტი ლონგინოზი და მთელი რიგირ მღვდელმსახურები. სააპელაციო სასამრთლოს გადაწყვეტილებას ელოდება ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი, რომელსაც ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

***

„უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე სულ უფრო გაძლიერებულმა ზეწოლამ ღია რელიგიური დევნის ხასიათი შეიძინა და მაიძულებს მე, კვლავ მოგმართოთ მხარდაჭერისთვის, რამეთუ მახსოვს მოციქულის სიტყვები: თუ ერთ ასოს ევნო რაიმე, მასთან ერთად მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა სხვა ასოც ივნება (1 კორ. 12:26), – ნათქვამია გზავნილებში, რომლებიც უწმიდესმა პატრიარქმა კირილემ გაუგზავნა, კერძოდ, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს.

მისმა უწმინდესობამ სთხოვა მათ ელოცათ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის განსაცდელში მყოფი მღვდელთმთავრების, მღვდლებისა და მორწმუნეებისთვის, რათა უბოძოს მათ ღმერთმა შემწეობა, გამბედაობა, ნუგეში, და სთხოვა ასევე, ხმა აღიმაღლონ მათ მხარდასაჭერად.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს გზავნილების ადრესატები არიან: დიდი ქალაქის ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარესი პატრიარქი იოანე X, წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის უნეტარესი პატრიარქი თეოფილე III-ს, სრულიად საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, სერბეთის უწმინდესი პატრიარქი პორფირი, რუმინეთის უნეტარესი პატრიარქი დანიელი, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი, ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ანასტასი, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის უნეტარესი მიტროპოლიტი საბა, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის უნეტარესი მიტროპოლიტი როსტისლავი, სრულიად ამერიკისა და კანადის უნეტარესი მიტროპოლიტი ტიხონი, ოხრიდისა და მაკედონიის უნეტარესი მთავარეპისკოპოსი სტეფანე; ასევე, რომის პაპი ფრანცისკე, კოპტური ეკლესიის პატრიარქი ტავადროს II, ანგლიკანური თემის მეთაური კენტერბერიის მთავარეპისკოპოსი ჯასტინ უელბი, აღმოსავლეთის კათოლიკოსი და მალანკარის მიტროპოლიტი ვასილი მარ თომა მათე III, ყოველთა სომეხთა უმაღლესი პატრიარქი და კათოლიკოსი გარეგინ II, კილიკიის სომხური სამოციქულო ეკლესიის უმაღლესი სახლის კათოლიკოსი არამ I, აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი მარ ავე III, ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის მარონიტი პატრიარქი ბეშარე ბუტროს ალ-რაი, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს გენერალური მდივანი დოქტორი ჯერი პილეიუ, ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტი ფრანკლინ გრემი.

***

საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებისა და წარმომადგენლებისადმი მიმართვაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მათ სთხოვა, „ყურადღება მიაქციონ უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის ზემოხსენებულ აღმაშფოთებელ ფაქტებს და ძალისხმევა გამოიღონ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებისა და სამრევლოების რელიგიური თავისუფლების დასაცავად“.

გზავნილების ადრესატებს შორის არიან ასევე: გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ფოლკერ ტიურკი, ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს დირექტორი მატეო მეკაჩი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი, ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში კ.კ. აბდრახმანოვი, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური მომხსენებელი რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და მასთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის თანამედროვე ფორმებზე კ.პ. აშვინი, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური მომხსენებელი რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებში ნაზილა განი.

გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევის ფაქტები აღიარებულია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში

20.12.2024

შედგა სატელეფონო საუბარი მოსკოვის უწმიდეს პატრიარქ კირილესა და ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანეს შორის

12.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ თანაგრძნობა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს

12.12.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი მხურვალედ ლოცულობს ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქისთვის, მღვდელთმთავრებისთვის, მღვდლებისთვის და სამწყსოსთვის

12.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესზე

30.10.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

გაიმართა რუსეთის სულიერი კულტურის დღეების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა

02.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს შეხვდა

23.11.2024

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტ ა.ვუჩიჩთან

19.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

14.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საერთაშორისო კინოფესტივალის, „რუსული საზღვარგარეთი“, მონაწილეებს მიესალმა

08.11.2024

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიურ ლიდერთა სამიტში COP29

06.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب