მოსკოვის საპატრიარქო
რუმინეთის ეკლესიის წინამძღვარმა მიუსამძიმრა უწმინდეს პატრიარქ კირილეს კრასნოგორსკში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით
რუმინეთის უნეტარესმა პატრიარქმა დანიელმა სამძიმარი გაუგზავნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს კრასნოგორსკში „კრიკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით. 28 მარტის მონაცემებით ტერაქტს 143 ადამიანი ემსხვერპლა.
თქვენო უწმინდესობავ!
ჩვენ ღრმა მწუხარებამ მოგვიცვა ცნობამ ტერაქტის შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა მოსკოვის „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში 2024 წლის 22 მარტს, პარასკევს საღამოს, რასაც 143 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დიდი შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ მომაკვდინებელი ძალადობა, ეწინააღმდეგება რა ღვთისგან მომდინარე სიცოცხლის წმინდა საბოძვარს, სულ უფრო ხმამაღლა აცხადებს თავის თავს თანამედროვე საზოგადოებაში.
ამ გლოვის დღეებში ჩვენ ვლოცულობთ იმისთვის, რომ ყოვლადმოწყალე უფალმა მშვიდობით და სიყვარულით განუსვენოს ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა სულები, სწრაფი კურნება მიჰმადლოს დაჭრილებსა და დაშავებულებს და ნუგეში-სცეს მგლოვიარე ოჯახებს სიკვდილის დამთრგუნველი ქრისტეს აღდგომის შუქზე.
ჩვენს უფალ იესო ქრისტეში ძმური სიყვარულით,
+ დანიელი,
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024