
მოსკოვის საპატრიარქო
სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა მწუხარება გამოთქვა „კროკუს სიტი ჰოლში“ განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით
სსკგ-ს კომუნიკაცის სამსახური, 23.03.2024. „მთელი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია, სასულიერო პირები, მონაზვნები და ყველა მორწმუნე ადამიანი დღეს საღამოს გაერთიანდა თქვენთან და ჩვენს რუს ძმებთან და დებთან ტკივილში და ლოცვაში მაცხოვრის მიმართ მოსკოვში მომხდარი საშინელი ტერაქტის უდანაშაულო მსხვერპლთათვის“, – ნათქვამია სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს სამძიმრის წერილში, რომელიც მან 2024 წლის 22 მარტს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს გაუგზავნა.
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ხაზგასმით განაცხადა: „ჩვენ ვევედრებით უფალს, კურნება მიჰმადლოს დაჭრილებსა და დაშავებულებს, ხოლო დაღუპულთა ოჯახებს – ძალა, რომ მიცვალებულთა ხსოვნა სიწმინდესავით შეინარჩუნონ“.
„დაე, უფალმა სამოთხის სავანეებში მიიღოს ეს უდანაშაულოდ მოკვდინებული თავისი შვილები. საუკუნოდ იყოს ხსენება მათი!“ – ამ სიტყვებით სრულდება პატრიარქ პორფირეს გზავნილი.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025