მოსკოვის საპატრიარქო
პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მრევლს უკრაინაში დევნილი მართლმადიდებლებისთვის ლოცვისკენ მოუწოდა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 21.03. 2024. თანამედროვე ქრისტიანობა რთულ და ძნელ პერიოდს განიცდის: საზოგადოებაში ჩნდება სულ უფრო მეტი კონფლიქტი, ეროვნული და რელიგიური უთანხმოება, – აღნიშნა ვარშავისა და სრულიად პოლონეთის უნეტარესმა მიტროპოლიტმა საბამ თავის სადიდმარხვო ეპისტოლეში; განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ტრაგიკულ მოვლენებს წმინდა მიწაზე და მართლმადიდებლების დევნას უკრაინაში.
„პოლონეთის მეზობელ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე გადავიდა“, – განაცხადა მისმა უნეტარესობამ. – მოხდა მართლმადიდებელი ეკლესიის გაყოფა, გრძელდება დევნა, ძალადობით სიწმინდეების წართმევა. ქვეყანაში გამეფებულია უწესრიგობა. ღვთივშექმნილმა სამყარომ დაკარგა თავისი თავდაპირველი ჰარმონია: და მთელი ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული (1 ინ. 5:19)“.
პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მორწმუნეებს მოუწოდა, ერთად იტვირთონ მარხვის, გაძლიერებული ლოცვისა და სულიერი განწმედის ღვაწლი. „დაე, ეს ქმედებები იქცეს ღვთისათვის სათნო მსხვერპლად, რომელიც შეიწირება მსოფლიოში ყოველგვარი მღელვარებისა და კონფლიქტების შესაწყვეტად“, – აღნიშნა უნეტარესმა მიტროპოლიტმა საბამ.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024