მოსკოვის საპატრიარქო
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 05.03.2024. 2024 წლის 4 მარტს ბელგრადში, სერბეთის საპატრიარქოს სატახტო დარბაზში, სერბეთის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა ნიკოლა სელაკოვიჩმა პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩის განკარგულებით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი სერბეთის დროშის (II ხარისხის) ორდენით დააჯილდოვა. დეკანოზ ნიკოლოზ ბალაშოვს ეს მაღალი სახელმწიფო ჯილდო მიენიჭა სერბეთის სახელმწიფო მეთაურის 2022 წლის 11 თებერვლის ბრძანებულებით „სერბეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების განვითარებისა და განმტკიცების საქმეში განსაკუთრებული დამსახურებისათვის“.
ორდენის სამკერდე პრეზენტაცია გაიმართა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს; მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის; ბაჩის ეპისკოპოს ირინეოსისა და რემეზიანსკის ეპისკოპოს სტეფანეს თანდასწრებით, რომლებმაც დაჯილდოებულს პირველებმა მიულოცეს.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024