მთავარი გვერდი ახალი ამბები
სერბეთის პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მ…

სერბეთის პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ უკრაინის ხელისუფლების შეუწყნარებლობის ექსპონენციალურ ზრდაზე მიუთითა


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 27.02.2024. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილესგან მიღებული გზავნილის საპასუხოდ, სადაც მისი უწმინდესობა შეშფოთებას გამოხატავდა უკრაინის უმაღლესი რადას მიერ დისკრიმინაციული No8371 კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით, სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ გამოთქვა ვარაუდი, რომ აღნიშნული კანონპროექტი „ემსახურება ფარულ მიზანს – სრულად აღკვეთოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი მაცხოვნებელი მისიის შემდგომი აღსრულება ძველი კიევის რუსეთის მემკვიდრეებს შორის“.

„ჩვენ გულწრფელად შეშფოთებულნი ვართ უკრაინის ხელისუფლების შეუწყნარებლობის ექსპონენციალური ზრდის გამო უკრაინაში ერთადერთ კანონიკურ ეკლესიასთან მიმართებით და განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ მათი განზრახვით, რომ ამ უკანონობას ლეგიტიმაცია მიანიჭონ დისკრიმინაციული კანონების მიღებით“, – ხაზგასმით აღნიშნა სერბეთის პატრიარქმა. – ამიტომ, ყოველთვის და ყველგან, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენ ვამოწმებთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტანჯვასა და შევიწროებას და თხოვნით მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წარმომადგენელს, ვისაც კი ხელეწიფება, ძალისხმევა გამოიჩინოს ამ უსამართლობის თავიდან ასაცილებლად. ჩვენი წმინდა ეკლესიის მმართველი უმაღლესი სამღვდელთმთავრო ორგანოები არ წყვეტენ მოწოდებას ჩვენი მორწმუნე ხალხისადმი, რომ ილოცონ უკრაინელი მართლმადიდებელი ძმებისთვის და, შეძლებისამებრ, მატერიალური თუ არამატერიალური დახმარება გაუწიონ მათ, ვინც დაზარალდა საომარი მოქმედებების ან უღმერთო ხელისუფლების მხრიდან დევნის შედეგად“.

„ჩვენ მხოლოდ უფალს ვსასოებთ და მის მიმართ ვლოცულობთ. დაე მოიხილოს უფალმა ჩვენი ყოვლადწმიდა დედუფლის და ღვთისმშობლის ლოცვითი შემწეობით უკრაინის მრავალტანჯული ხალხი, და მიჰმადლოს მას მსწრაფლგამოხსნა ყველა მის თავსმოწეული უბედურებისგან“, – განაცხადა უწმინდესმა პატრიარქმა. პორფირემ.

„მერწმუნეთ, – თქვა მან დასასრულს, – სერბეთის ეკლესია შემდგომშიც გააგრძელებს მრავალტანჯული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გულმოდგინე ლოცვას და გარდა ამისა, მის იერარქიას, სამღვდელოებას და ერისკაცებს ყველა იმ სახის დახმარებას აღმოუჩენს, რაც შეეწევა მათ ამჟამინდელი განსაცდელების დაძლევაში“.

*   *   *

მას შემდეგ, რაც უკრაინელმა პარლამენტარებმა პირველი მოსმენით მიიღეს დისკრიმინაციული კანონპროექტი №8371, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვას, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წერილები გაუგზავნა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს და რიგ რელიგიურ მოღვაწეებს. მიმართა, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

„უკრაინაში ამ კანონპროექტის მიღების ინიციატორები და მხარდამჭერები – უმაღლესი დონის სახელმწიფო მოხელეები, უმაღლესი რადას დეპუტატები, რადიკალი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები – არ მალავენ, რომ კანონპროექტი მიმართულია უკრაინის უმსხვილესი რელიგიური თემის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც ცენტრალიზებული სტრუქტურის, ლიკვიდაციას, ასევე ყველა მისი ეპარქიის, სამრევლოებისა და მონასტრების გაუქმებას ცალკეულად“, – დაასკვნა უწმინდესმა მეუფემ.

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი სისავსის სახელით თხოვნით მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, მხარი დაუჭირონ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას და მის ყველა ერთგულ შვილს, რომლებიც მწუხარებას განიცდიან ღვთის სიტყვისა და იესო ქრისტეს მოწმობისათვის (გამოცხ. 1:9).

გაზიარება:
უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდის 2024 წლის ბოლო სხდომას გაუძღვა

27.12.2024

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მიულოცა, რომლებიც შობის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავენ

25.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს საშობაო მილოცვები გაუგზავნა

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب