მთავარი გვერდი ახალი ამბები
ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტი თეოდოსი: უკრაინის მართ…

ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტი თეოდოსი: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა მდგომარეობის შესახებ სულ უფრო მეტი ნამდვილი ინფორმაცია აღწევს დასავლურ საზოგადოებაში


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 01.02.2024. 2024 წლის 29 იანვარს უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „Public Advocacy“, რომელიც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ასოციაციის – „ეკლესია ქსენოფობიისა და რელიგიური დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ წევრია, გამოაქვეყნა რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენტი, რომლებიც მოწმობს, რომ საერთაშორისო დონეზე დაწყებულია გამოძიება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

კერძოდ, გამოქვეყნდა ერთობლივი მოთხოვნა - კომუნიკაცია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლისგან რელიგიისა და შეხედულებათა თავისუფლების საკითხებში, გაეროს სპეციალური მომხსენებლისგან უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხებში და გაეროს სპეციალური მომხსენებლისგან მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლების შესახებ. ასევე ცნობილი გახდა ამ მოთხოვნაზე გაეროში უკრაინის მუდმივი მისიისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური პასუხის შინაარსი.

მთელი რიგი მტკიცებულებებისა და ფაქტების განხილვის შემდეგ, ერთობლივი მოთხოვნის ავტორებმა აღნიშნეს ფაქტები, რომლებმაც მათი შეშფოთება გამოიწვია. მათ შორისაა – არაერთი იერარქის სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, უკვე გამოტანილი განაჩენი ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანის მიმართ, პერსონალური სანქციები მღვდელთმთავრების წინააღმდეგ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის ნაგებობების მონასტრად უფასოდ გამოყენებაზე ხელშეკრულების შეწყვეტა, ჩხრეკის ჩატარება რამდენიმე მონასტერში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში და უმე-ის სხვა შენობებში კიევში, როვნოს, ჟიტომირის, ივანო-ფრანკოვსკის, ჩერნოვიცის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის, ჩერკასის, ვოლინის, ხერსონის, ტერნოპილის, პოლტავისა და ზაკარპატიის ოლქებში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრების მიმართ სიძულვილის გაღვივებისა და ძალადობის მოწოდებების შემთხვევების შესამჩნევი ზრდა, ასევე, რამდენიმე საქალაქო და საოლქო საბჭომ ადგილებზე აკრძალა „უმე-ის საქმიანობა“.

საკომუნიკაციო განცხადების დასკვნით ნაწილში გაეროს სპეციალურმა მომხსენებლებმა განაცხადეს: „...გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი წევრების დევნის სავარაუდო სქემის გამო, რომელიც, როგორც ჩანს, უკავშირდება მათი უფლებების კანონიერ და მშვიდობიან განხორციელებას რელიგიისა და შეხედულებების თავისუფლების საკითხებში, აზრის გამოხატვის თავისუფლებას და გაერთიანების თავისუფლებას; ყოველივე ეს ასახულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-18, მე-19 და 22-ე მუხლებში, რომელიც რატიფიცირებულია უკრაინის სახელმწიფოს მიერ 1973 წელს. კერძოდ, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ დაშინების ამ მოდელით, რასაც მოწმობს ზემოაღნიშნული ბრალდებები, რომლებიც მიმართულია უმე-ის სამონაზვნო თემისა და მორწმუნეების წინააღმდეგ მათი რელიგიური კუთვნილების შეცვლის მიზნით. ეს ეწინააღმდეგება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლით გათვალისწინებული იძულების აკრძალვას. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ იმ საპასუხო რეაქციით (ძალადობის მოწოდებებთან და მთლიანად უმე-ზე დაწესებულ ადმინისტრაციულ სანქციებთან დაკავშირებით), რომელიც შეიძლება შეექმნას უმე-ის მორწმუნეებს, რაც ფაქტობრივად ზღუდავს მათ უფლებას, იაღმსარებლონ საკუთარი რელიგია.

როგორც უფლებადამცველი ორგანიზაცია „Public Advocacy“ აღნიშნავს, გაეროს სპეციალური მომხსენებლების საკომუნიკაციო განცხადების ტექსტი ადასტურებს საერთაშორისო დონეზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებების დარღვევის აღიარებას ამ კონფესიის მიმართ დისკრიმინაციის სისტემური პოლიტიკის განხორციელების პროცესში და მისი იერარქიისა და მორწმუნეების უფლებების შეზღუდვას.

ამ დოკუმენტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით კომენტარით გამოვიდა ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტი თეოდოსი – უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქი, უფლებადამცველი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ასოციაციის „ეკლესია ქსენოფობიისა და რელიგიური დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ შექმნის ინიციატორი და თანადამფუძნებელი. მისი აზრით, „პირველად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საერთაშორისო ოფიციალურმა პირებმა, რომლებსაც გაეროს თანამდებობრივი პირების დიპლომატიური სტატუსი აქვთ და უფლებამოსილები არიან, განიხილონ ინდივიდუალური საჩივრები მორწმუნეთა უფლებების დარღვევის შესახებ, უკრაინის მთავრობას კონკრეტული კითხვები დაუსვეს მორწმუნეთა უფლებების დარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით და გამოხატეს არა მხოლოდ სერიოზული შეშფოთება ასეთი დარღვევების გამო, არამედ ასევე შეაფასეს ქვეყნის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ქმედებები, როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმებთან შეუსაბამო. თუკი ჩვენ ადრე ვხედავდით მხოლოდ რამდენიმე კომენტარს ან შენიშვნას უმე-ის მორწმუნეთა უფლებების დარღვევის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამმართველოს მოხსენებებში, ახლა უკვე არსებობს დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საერთაშორისო ორგანიზაციებში უმე-ის თემატიკის საკმაოდ სიღრმისეული კვლევის მტკიცებულებებს“.

ამავდროულად, – აღნიშნავს მწყემსთმთავარი, – სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებმაც მოამზადეს პასუხი ამ მოთხოვნაზე (პასუხის ტექსტში ნათქვამია, რომ იგი მომზადდა ერთდროულად სამი სამინისტროს და, ასევე, უუს-ს მიერ), „იგნორირებულია საერთაშორისო მანდატარიების რიგი საკითხები, ხოლო ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით წარმოადგინეს, ჩვენი აზრით, მცდარი ინფორმაცია“. კერძოდ, დიპლომატებს და შესაბამის სამინისტროებს, რომლებმაც გაეროს მოთხოვნაზე პასუხი შეადგინეს, საერთოდ არ გაუკეთებიათ კომენტარი ან განმარტება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სპეციალურმა მომხსენებლებმა ახსნა-განმარტება ითხოვეს უკვე გასამართლებული ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით. მათ ასევე გამოთქვეს სურვილი, ახსნა-განმარტება მიეღოთ მეუ-ის იერარქების წინააღმდეგ აღძრული სხვა სისხლის სამართლის საქმეების შესახებ და მათ მიმართ სანქციების გამოყენების თაობაზე. გარდა ამისა, საერთაშორისო მოთხოვნა ეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებებს ეკლესიის მიწის ნაკვეთების ექსპროპრიაციასთან დაკავშირებით და სხვა დისკრიმინაციულ ქმედებებს. „თუმცა, ასეთი ინფორმაცია უკრაინის ოფიციალურ პირებს საერთოდ არ მოუწოდებიათ და ამ ნაწილში საერთაშორისო მოთხოვნა მთლიანად უგულებელყოფილ იქნა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტმა თეოდოსიმ.

„უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთა უფლებების დარღვევის ფაქტები სულ უფრო ფართოდ განიხილება უცხოურ მედიაში, რის შედეგადაც სულ უფრო მეტი ნამდვილი ინფორმაცია აღწევს მორწმუნეთა მდგომარეობის შესახებ დასავლურ საზოგადოებაში“, – აღნიშნა იერარქმა. – ასე, ცოტა ხნის წინ, ჩვენი უფლებადამცველი ასოციაციის – „ეკლესია ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ – წევრებმა ჟენევის პრეს-კლუბში გაავრცელეს პრეს-რელიზი უკრაინაში უმე-ის წევრთა უფლებების დარღვევის შესახებ. ყველა ეს მოვლენა, განსაკუთრებით კი მართლმადიდებელი მორწმუნეების შეუჩერებელი აქტივობა თავისი ეკლესიისა და სარწმუნოების დასაცავად, სულ უფრო მზარდ საერთაშორისო ყურადღებას იწვევს უმე-ის წევრთა უფლებების დარღვევის შემთხვევებისადმი, რაც, თავის მხრივ, საერთაშორისო გაერთიანების სულ უფრო მწვავე რეაქციას გამოიწვევს უმე-ის უფლებების დარღვევების ფაქტებზე“.

უკრაინის ხელისუფლებას მან მოუწოდა, დაფიქრდეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის გრძელვადიან ეფექტზე: „და თუ ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკოსები შემდგომშიც გააგრძელებენ სიძულვილის ამდენი ადვილად დასამტკიცებელი ფაქტის გენერირებას უმე-ის მორწმუნეების მიმართ (ფაქტიურად კი საკუთარი ხალხის მიმართ), მაშინ ეს სავსებით საკმარისი იქნება იმისათვის, რომ შედგეს მთელი რიგი საერთაშორისო პროცესები უკვე უკრაინელი უფლებადამრღვევი ჩინოვნიკების წინააღმდეგ. ჩემი ინფორმაციით, ამ საკითხების განხილვა უკვე დაწყებულია და თუ უკრაინაში უმე-ის წევრების დევნა გაგრძელდება, ამას უახლოეს მომავალში საერთაშორისო დონეზე მართლმადიდებლობის დამცველი პირებისა და საზღვარგარეთის სტრუქტურების მხრიდან მასშტაბური საპასუხო რეაქცია მოჰყვება“.

მისი აზრით, მინიმალურ აუცილებელ ნაბიჯებს შორის, რომლებიც სასწრაფოდ უნდა გადაიდგას უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან, არის უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით დისკრიმინაციული პოლიტიკის შეწყვეტა; იერარქებისა და მღვდლების წინააღმდეგ ხელოვნურად შეთხზული სისხლის სამართლის საქმეების დახურვა და შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე მათთვის დაწესებული პირადი სანქციების მოხსნა; გარეშე პირების შეკრების ყალბი ოქმების მიხედვით სახელმწიფო რეგისტრატორების მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიური თემების მეუ-ის სამრევლოებად მასობრივი უკანონო გადარეგისტრირების შეჩერება; დაუყოვნებელი რეაგირება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრების მიმართ ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებაზე, აგრეთვე მათთან მიმართებით რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საჯარო მოწოდებებზე; უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ისტორიული კულტობრივი ნაგებობებისა და არქიტექტურული ძეგლების ჩამორთმევაში სახელმწიფო ორგანოების მონაწილეობის შეწყვეტა.

„ყველაფერი, რაც ითქვა, რომ შევაჯამოთ, ძალიან მსურს, ჩვენი სახელმწიფო მოღვაწეების გონებასა და გულებში სიფხიზლის ნარჩენების იმედი მქონდეს. მინდა დავიჯერო, რომ თუნდაც ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ ინარჩუნებს უნარს, თავის ქმედებებში იხელმძღვანელოს არა ამწუთიერი პოლიტიკური სარგებლით და დესტრუქციული ემოციებით, არამედ თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების ხელშეუხებლობის პრინციპებით და სტრატეგიული სახელმწიფოებრივი აზროვნების იდეებით ჩვენი საზოგადოების სასარგებლოდ. გაჩერდით და მოუსმინეთ თქვენი ხალხის ისტორიული ეკლესიის ხმას – ჩვენი ხალხის სინდისის ხმას. სანამ საბოლოოდ გვიანი არ გახდა“, – მოუწოდა ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტმა თეოდოსიმ.

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესზე

30.10.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით

17.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს შეხვდა

23.11.2024

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტ ა.ვუჩიჩთან

19.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

14.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საერთაშორისო კინოფესტივალის, „რუსული საზღვარგარეთი“, მონაწილეებს მიესალმა

08.11.2024

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიურ ლიდერთა სამიტში COP29

06.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვები გაუგზავნა

05.05.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب