მთავარი გვერდი ახალი ამბები
რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო…

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 24.01.2024. 2024 წლის 24 იანვარს, მოსკოვში კრემლის სახელმწიფო სასახლეში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა XXXII საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების საზეიმო პლენარული სხდომა „მართლმადიდებლობა და მშობლიური კულტურა: წარსულის დანაკარგები და მონაპოვრები, მომავლის სურათი“.

დილით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში, სადაც ლოცულობდნენ საკითხავების მონაწილენი, – იტყობინება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური.

კრემლის სახელმწიფო სასახლეში ხუთი ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა: ყოვლადუსამღვდელოესი მღვდელთმთავრები – წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს წევრები, მიტროპოლიების მეთაურები, ეპარქიების მმართველი ეპისკოპოსები; რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები, რუსეთის რელიგიათაშორისი საბჭოს წევრები, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლები ფედერალურ ოლქებში, ფედერალური და რეგიონალური სახელისუფლო ორგანოების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, 250-ზე მეტი რუსეთისა და უცხოეთის უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები, ზოგადსაგანმანათლებლო ორგანიზაციების დირექტორები და პედაგოგები, სამრევლო სპეციალისტები, კულტურის მოღვაწეები.

ფორუმის მონაწილეებს შორის იყვნენ, კერძოდ: წმინდა სინოდის მუდმივი წევრები – ცენტრალური აზიის სამიტროპოლიტო ოლქის მეთაური, ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტი ბიკენტი; პატრიარქის ადგილმონაცვლე მოსკოვის სამიტროპოლიტოში, კრუტიცკისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე; სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მინსკისა და ზასლავსკის მიტროპოლიტი ბენიამინი; მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი გრიგოლი; მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი; ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის წარმომადგენელი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, ფილიპოპოლის მიტროპოლიტი ნიფონი.

კრემლის სახელმწიფო სასახლეში საკითხავების გახსნის ცერემონიაზე საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ: რუსეთის ფედერაციის ფედერალური საკრებულოს ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ა.ვ. იაცკინი; რუსეთის ფედერაციის ფედერალური საკრებულოს სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე პ.ო. ტოლსტოი; რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრი ო.ბ. ლიუბიმოვა; რუსეთის ფედერაციის განათლების მინისტრი ს.ს. კრავცოვი; რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ცენტრალურ ფედერალურ ოლქში ი.ო. შჩეგოლევი; რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ვ.პ. გორემიკინი; რუსეთის ფედერაციის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრის მოადგილე ო.ვ. პეტროვა; ქ. მოსკოვის ეროვნული პოლიტიკისა და რელიგიათაშორისი კავშირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვ.ი. სუჩკოვი.

ღონისძიებას მასპინძლობდა საკითხავების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, რელიგიური განათლებისა და კატეხიზაციის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, ეკატერინბურგისა და ვერხოტურის მიტროპოლიტი ევგენი, რომელმაც უწმინდეს პატრიარქსა და ფორუმის ყველა მონაწილეს შესავალი სიტყვით მიმართა:

„თქვენო უწმინდესობავ, ნება მომეცით ყველა დამსწრის სახელით მოგესალმოთ თქვენ, ასევე, XXXII საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების საზეიმო პლენარული სხდომის ყველა მონაწილეს.

წმინდა სინოდის განჩინებით და თქვენი პირველმღვდელთმთავრული ლოცვა-კურთხევით, წლევანდელი საკითხავები ეძღვნება თემას: „მართლმადიდებლობა და მშობლიური კულტურა: წარსულის დანაკარგები და მონაპოვრები, მომავლის სურათი“.

გასული წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში წარმატებით ჩატარდა საშობაო საკითხავების რეგიონული ეტაპი. მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ფორუმში ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონში და საზღვარგარეთის ეპარქიებში. რეგიონული საკითხავების წარსული ღონისძიებების შედეგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია გამოვიტანოთ სავსებით გარკვეული დასკვნა, რომ საშობაო საკითხავებმა მყარად მოკიდა ფეხი ჩვენი ხალხის ცხოვრებაში.

ფორუმმა აჩვენა აშკარა და განუყოფელი კავშირი მართლმადიდებლობასა და ჩვენი სამშობლოს კულტურას შორის. ჩვენი რწმენა, მისი ფასეულობები და მნიშვნელობები პირდაპირ თუ ირიბად განსაზღვრავს და დიდწილად განაპირობებს ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტ კულტურას. დღეს მშობლიური კულტურის მუშაკები და ჩვენ ყველანი მოწოდებულნი ვართ იმისათვის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობის დიდი სიფრთხილით დასაცავად, გასამრავლებლად და მომავალი თაობებისთვის გადასაცემად.

თხუთმეტი წლის წინ თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, გამოგირჩიეს უმაღლეს იერარქიულ ტახტზე და მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობთ საშობაო საკითხავების მუშაობას. ყოველ ჯერზე თქვენი პირველსამღვდელთმთავრო სიტყვა, კრემლის სახელმწიფო სასახლის ამ ტრიბუნიდან, განსაზღვრავს თქვენი სამწყსოს საქმიანობის მიმართულებას მომავალი წლისთვის.

ჩვენ ყველანი, თქვენო უწმინდესობავ, – ერისკაცები, მღვდლები, ეპისკოპოსები, – მადლობას ვუხდით შემოქმედ ღმერთს, რომ რუსეთის ეკლესიის საჭესთან თხუთმეტი წლის განმავლობაში დგას ბრძენი და თანამგრძნობი მმწყემსთმთავარი, ღრმა ღვთისმეტყველი და დახვეწილი ინტელექტუალი, მზრუნველი ხელმძღვანელი და ნათელი მქადაგებელი, გულისხმიერი მოსაუბრე და ღვთის მიმართ გულმოდგინე მლოცველი.

ამ წლების განმავლობაში ჩვენ გავხდით უნიკალური ცვლილებების მომსწრენი საეკლესიო ცხოვრებაში, მისიონერობისა და კატეხიზაციის განვითარების საქმეში. ეკლესიის მუშაობა სკოლებსა და ჯარში დღეს რეალობად იქცა.

ამ დარბაზში არიან რუსეთისა და საზღვარგარეთის მრავალი ეპარქიის წარმომადგენლები. და ჩვენ ყველანი ერთად, ერთი პირით და ერთი გულით, გმადლობთ, თქვენო უწმინდესობავ, თქვენი მრავალი ღვაწლისათვის მართლმადიდებლური სარწმუნოების განსამტკიცებლად, ყოვლადწმიდა სამების სადიდებლად!“.

ნაჩვენები იქნა მისი უწმინდესობის აღსაყდრების 15 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი.

საზეიმო კრების მონაწილეების წინაშე ძირითადი მოხსენებით გამოვიდა უწმინდესი პატრიარქი კირილე.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვ.ვ. პუტინის მისასალმებელი სიტყვა გააჟღერა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ცენტრალურ ფედერალურ ოლქში ი.ო. შჩეგოლევმა.

რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრმა ო.ბ. ლიუბიმოვამ წაიკითხა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მ.ვ. მიშუსტინის მისალმება.

რუსეთის ფედერაციის ფედერალური საკრებულოს ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, ვ.ი. მატვიენკოს მისასალმებელი სიტყვა წაიკითხა ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ა.ვ. იაცკინმა.

რუსეთის ფედერაციის ფედერალური საკრებულოს სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილემ პ. ტოლსტოიმ გააჟღერა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარის, ვ.ვ. ვოლოდინის მისალოცი სიტყვა.

რუსეთის ფედერაციის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრის, ვ.ნ. ფალკოვის მისალმება წაიკითხა მინისტრის მოადგილემ ო.ვ. პეტროვამ.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის ს.კ. შოიგუს მისალმება გააჟღერა მინისტრის მოადგილემ, რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ვ.პ. გორემიკინმა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა რუსეთის ფედერაციის განათლების მინისტრმა ს.ს. კრავცოვმა.

რუსეთის დედაქალაქის მერის, ს.ს. სობიანინის მისალმება წაიკითხა მოსკოვის ეროვნული პოლიტიკისა და რელიგიათშორისი კავშირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვ.ი. სუჩკოვმა.

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ პლენარული სხდომის შედეგების შეჯამებისას აღნიშნა: „ჩვენი საერთო ძალისხმევა მიმართულია, მათ შორის, სასულიერო პირების, მონაზვნების, ერისკაცების, ახალგაზრდობის, ჩვენი ინტელიგენციის, ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროსა და სექტორის წარმომადგენლების მობილიზებაზე საერთო შეკრებისთვის, რომელიც განიხილავს ეკლესიის ცხოვრებასთან დაკავშირებულ თემებს. ამაზე, რა თქმა უნდა, წარსულში ოცნებაც კი შეუძლებელი იყო. ახლა კი ეს ყველაფერი რეალიზდება, ეს ყველაფერი ხდება ჩვეულებრივი და ნამდვილად აუცილებელი საქმე იმისათვის, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ, რომ ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ჩაიარა წინა წლებმა და რა უნდა გაკეთდეს მომავალში. საშობაო საკითხავები, რა თქმა უნდა, არ აცხადებს პრეტენზიას, რომ იყოს კრება, მაგრამ განიხილავს საკითხებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ჩვენი ეკლესიის რეალურ ყოველდღიურ ცხოვრებასთან, და მშვენიერია, რომ დისკუსიებსა და მოხსენებებში მონაწილეობენ არა მხოლოდ იერარქიის წარმომადგენლები, არამედ სამღვდელოებაც, და ჩვენი შესანიშნავი საერო აქტივისტები“.

„საშობაო საკითხავების წვლილი დღევანდელი ჩვენი ეკლესიის სულიერ და ინტელექტუალურ ცხოვრებაში ძნელია გადააჭარბო, – განაცხადა უწმინდესმა მეუფემ. – და არა მხოლოდ იმიტომ, რომ გვესმის ჭკვიანური და სწორი გამოსვლები, არამედ იმიტომაც, რომ ერთად ვიკრიბებით, ერთად ვლოცულობთ და ერთად განვიხილავთ იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც მთელი ჩვენი საეკლესიო სისავსე დგას“.

„მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ვინც ამ შეხვედრებს ამზადებს, ეს არ არის იოლი საქმე, მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე, ყველა მონაწილეს, – განაცხადა რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა. – ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი შორიდან არის ჩამოსული და ზოგიერთისთვის არც ისე ადვილი იყო მოსკოვში ჩამოსვლა. როცა ამ გადავსებულ დარბაზს ვუყურებ, მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, გიხილოთ ყველა თქვენგანი, მოვისმინო თქვენი ხმა და ალბათ, რაც მთავარია, გავაცნობიეროთ და ვიგრძნოთ ჩვენი რეალური ერთობა რუსეთის ერთ მართლმადიდებელ ეკლესიაში, და გავიგოთ, რომ პატრიარქთან და ეპისკოპოსებთან ერთად მომავალზე ეკლესიაზე პასუხისმგებლობას ინაწილებს, ასევე, სამღვდელოება და ჩვენი მორწმუნე ხალხი. ეს არის სწორედ კრებსითობა. ეს მშვენიერი და უნიკალური მაგალითია, თუ მსოფლიო მართლმადიდებლობის ცხოვრებაზე ვისაუბრებთ. მსგავსი არაფერია არსად. ჩვენ ამით არ ვამაყობთ, არ ვამბობთ, რომ რაღაც განსაკუთრებულები ვართ. ჩვენ უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას ვახდენთ, რომ დღეს, ეკლესიის სისავსის ასეთი ბჭობის გარეშე, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ სწორი გადაწყვეტილების მიღება საეკლესიო დღის წესრიგში წამოჭრილ ურთულეს საკითხებთან დაკავშირებით. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას ამ კრებსითობის შესანიშნავი სულისკვეთებისთვის, ერთსულოვნებისა და პასუხისმგებლობისთვის, რასაც ავლენთ საერთაშორისო საშობაო საკითხავების მონაწილენი“.

„მოვიხმობ ღმერთის კურთხევას ყველა თქვენგანზე, ჩემო ძვირფასებო, მთელს ჩვენს ეკლესიაზე, ჩვენს ხალხზე. ჩვენს სამშობლოს რთული ისტორიული გზა აქვს, ძალიან რთული ისტორიული გზა აქვს ჩვენს ეკლესიასაც. და დღეს ჩვენ, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ მრავალ პრობლემას, ცდუნებას და, საერო პოლიტიკური ენით რომ ვთქვათ, პროვოკაციებს ვაწყდებით, რომლებიც მიმართულია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტორიტეტის დაკნინებაზე მსოფლიოში, მათ შორის, მართლმადიდებელი ერების ოჯახში. მაგრამ დარწმუნებული ვარ, არაფერი გამოუვათ. თქვენ რომ გიყურებთ, კიდევ და კიდევ ვივსები თავდაჯერებულობით: არაფერი გამოუვათ მათ, ვისაც სურთ შეზღუდოს რუსული ეკლესიის გავლენა ან, მით უმეტეს, ზეგავლენა მოახდინოს ჩვენს შინაგან ცხოვრებაზე ისე, რომ გაწყვიტოს სულიერი და მხსნელი კავშირი ეკლესიისა მთელ ჩვენს რუსეთის ხალხთან“, – განაცხადა უწმინდესმა.

„საერთაშორისო საშობაო საკითხავები მშვენიერი მაგალითია, კვლავ საერო ტერმინოლოგიით ვისარგებლებ, ჭეშმარიტი დემოკრატიისა ეკლესიაში, ხოლო თუ საეკლესიო ენით ვიტყვით – კრებსითობის მკაფიო მაგალითია“, – ხაზგასმით აღნიშნა პატრიარქმა.

„ჩვენ გვჯერა, რომ ღვთის წყალობა თან ახლავს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მის გზაზე, რომელსაც ხალხი ხსნისკენ მიჰყავს. გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველა თქვენგანს! დაე, ღმერთის კურთხევა იყოს ყველა თქვენგანთან“, – განაცხადა დასასრულს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ.

შეხვედრა გადაიცემოდა ტელეარხებზე – „Россия 24“, „Союз“, „Спас“, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ვებგვერდზე –  Патриархия.ru, ასევე, საერთაშორისო საშობაო საკითხავების პორტალზე და «ПравОбраз»-ის მობილურ აპლიკაციაზე.

შეხვედრის ოფიციალური ნაწილის შემდეგ ფორუმის მონაწილეთათვის კონცერტი გაიმართა.

გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევის ფაქტები აღიარებულია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში

20.12.2024

შედგა სატელეფონო საუბარი მოსკოვის უწმიდეს პატრიარქ კირილესა და ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანეს შორის

12.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ თანაგრძნობა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს

12.12.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი მხურვალედ ლოცულობს ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქისთვის, მღვდელთმთავრებისთვის, მღვდლებისთვის და სამწყსოსთვის

12.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესზე

30.10.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

გაიმართა რუსეთის სულიერი კულტურის დღეების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა

02.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს შეხვდა

23.11.2024

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტ ა.ვუჩიჩთან

19.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

14.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საერთაშორისო კინოფესტივალის, „რუსული საზღვარგარეთი“, მონაწილეებს მიესალმა

08.11.2024

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიურ ლიდერთა სამიტში COP29

06.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب