მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 27.12.2023. 27 დეკემბერს, მოსკოვის დანილოვოს მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით დაიწყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა – ბოლო მიმავალ 2023 წელს.
შეხვედრის გახსნისას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა შესავალი სიტყვით მიმართა წმინდა სინოდის წევრებს, სადაც დღის წესრიგი წარადგინა, – იუწყება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური.
სხდომაში მონაწილეობას იღებენ:
წმინდა სინოდის მუდმივი წევრები: კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვას მიტროპოლიტი ვლადიმერი; სამიტროპოლიტი ოლქის მმართველი ყაზახეთის რესპუბლიკაში, ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტი ალექსანდრე; შუაზიის სამიტროპოლიტო ოლქის მმართველი, ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტი ბიკენტი; სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანუფი; პატრიარქის ადგილმონაცვლე მოსკოვის სამიტროპოლიტოში, კრუტიცკისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე; სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მინსკისა და ზასლავსკის მიტროპოლიტი ბენიამინი; საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი; მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი გრიგოლი;
წმინდა სინოდის დროებითი წევრები: როვენკოვისა და სვერდლოვის მთავარეპისკოპოსი არკადი; ანადირისა და ჩუკოტკის მთავარეპისკოპოსი იპატი; კინეშმისა და პალეხის ეპისკოპოსი ილარიონი; ბიშკეკისა და ყირგიზეთის ეპისკოპოსი სავატი; ჩრდილოეთის ზღვისა და უმბის ეპისკოპოსი ტარასი.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024