
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 26.12.2023. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს ინტრონიზაციის დღეს მიულოცა.
მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო და თანამსახურო!
გულითადად გილოცავთ აღსაყდრების დღეს.
წინამძღვრის მსახურება არ არის ადვილი ჯვარი, რომელსაც თქვენ ღირსეულად ატარებთ მრავალი ათწლეულის მანძილზე. თქვენი საპატრიარქო წლების განმავლობაში საქართველოს მრავალი განსაცდელი ხვდა წილად, მაგრამ ივერიის უძველესმა ეკლესიამ, თქვენი ბრძნული წინამძღოლობით, უფალთან თანამშრომლობით, დასძლია ისინი და რწმენისა და ღვთისმოსაობის უხვი ნაყოფი გამოავლინა.
ამ მნიშვნელოვან დღეს, ლოცვით გისურვებთ თქვენ ყოვლისმპყრობელისგან უხვ შეწევნას მაღალ საპატრიარქო მსახურებაში.
ღმერთმან სასოებისამან აღგავსენინ თქუენ ყოვლითა სიხარულითა და მშვიდობითა (რომ. 15:13).
უძვრელი ძმური სიყვარულით ქრისტეში,
†კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025