
მოსკოვის საპატრიარქო
სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 26.12.2023. მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს საწინამძღვრო მსახურებაზე დადგინების დღე მიულოცა.
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!
პატივისცემით გილოცავთ ქართველ პატრიარქთა უძველეს ტახტზე აღსვლის ღირსსახსოვარ დღეს.
თქვენი საპატრიარქო მმართველობის წლები ჭეშმარიტად გახდა ქართული ეკლესიის აყვავების პერიოდი: მრავალჯერ გაიზარდა მრევლის რიცხვი, გაიხსნა და აშენდა მრავალი ეკლესია-მონასტერი, სასულიერო სასწავლებლები ამზადებენ ღირსეულ და განათლებულ მწყემსებსა და ეკლესიის მსახურებს.
ნეტარია ქართველი ხალხი, რომელსაც თქვენი სახით ჰყავს მლოცველი საქართველოსთვის, მთელი სამწყსოსთვის, რომელიც თქვენში ხედავს ხალხზე მოამაგეს. ამიტომ დიდი და გულწრფელია ის სიყვარული, რომლითაც თქვენ გარშემორტყმული ხართ.
ამ სამახსოვრო დღეს ვუსურვებ თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას დიდ წყალობას ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესგან. უფალმა გაგაძლიეროთ ყოვლითა ძალითა სიმტკიცისაებრ დიდებისა მისისა, ყოვლისა მიმართ მოთმინებისა და სულგრძელებისა, სიხარულით (კოლ. 1:11), გიბოძოთ თქვენ კეთილი და მშვიდობიანი ცხოვრება, ჯანმრთელობა და ცხონება.
ქრისტეში მოკრძალებული სიყვარულით,
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე,
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025