მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 26.12.2023. 2023 წლის 26 დეკემბერს მოსკოვში ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის საპატრიარქო დარბაზში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას წარუძღვა, – იტყობინება პატრიარქის პრეს-სამსახური.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა შეკრებილებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა:
„გულითადად მოგესალმებით ყველას, ძვირფასო მეუფეებო, მამებო და ძმებო, ამ წლის ბოლო შეკრებაზე. ამასთან, დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, დღეს ჩვენ გვაქვს, გასული საუკუნის დასაწყისის სინოდალური ენით რომ გამოვთქვათ, რუსეთის ეკლესიის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი უწყების - წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა.
ამ სხდომას ჩვენ ვმართავთ სწორედ წლის ბოლოს, რაც საშუალებას გვაძლევს მოვუსმინოთ როგორც წმინდა სინოდის წევრებს, ასევე უმაღლესი საეკლესიო საბჭოს წევრებს, რათა მივიღოთ საერთო სურათი იმისა, თუ როგორი იყო გასული წელი, ვისაუბროთ ჩვენს საქმიანობაზე, მიღწევებზე და, შესაძლოა, პრობლემებზე, რომლებიც ამ წლიდან რჩება და მომავალში გადადის. დღეს მნიშვნელოვანი სხდომაა, და ყველა თქვენგანს ვუსურვებ, ღვთის წყალობით, წარმატებებს ამ მუშაობაში“.
სხდომაში მონაწილეობას იღებენ წმინდა სინოდის მუდმივი და დროებითი წევრები, უმაღლესი საეკლესიო საბჭოს წევრები, ასევე მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა სამმართველოსა და სინოდალური დაწესებულებების რიგი მოწვეული თანამშრომელი.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024